რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- 27 წლის მამაკაცი ღამე ძილის დროს აკრაჭუნებს კბილებს, რისი ბრალია და როგორ შეიძლება მისი მკურნალობა?
პასუხი
- კბილების კრაჭუნი - ბრუქსიზმი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. იგი უპირატესად ღამით ვლინდება ხოლმე, დღისით კი ადამიანის კონტროლს ექვემდებარება. ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადრე ფიქრობდნენ, რომ ბრუქსიზმი ჭიებით ინვაზიას უკავშირდებოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი მეცნიერული მონაცემები არ არსებობს. ბრუქსიზმი უხშირესად ბავშვებში გვხვდება და 7-8 წლის ასაკში თავისთავად გაივლის ხოლმე, თუმცა შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც აღინიშნება უფროსებშიც. თანამედროვე მონაცემებით ბრუქსიზმის გამომწვევ ძირითად მიზეზად სახელდება თანკბილვის დარღვევა და ნევროლოგიური პათოლოგიები. თანკბილვის დარღვევის შემთხვევაში საჭიროა სტომატოლოგის კონსულტაცია, ხოლო ნევროლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ნევროლოგს უნდა მიმართოთ. თუ დააკვირდებით, ბრუქსიზმის ინტენსივობა მატულობს სტრესულ სიტუაციაში, ამიტომ უნდა ეცადოთ, ერიდოთ ასეთ სიტუაციებს.
ვარ 36 წლის.მგზავრობისას ქარი მიბერავდა,რის გამოც ყელი გამიცივდა,განსაკუთრებით არ ვუჩივი ყელის ტკივილებს,უბრალოდა თვალისა და თავის არეში ვგრძნობ დისკომფორტს,სიცხე ხან 37 ან 37,4 მაქვს,მაგრამ ყოველთვის არა,დილით ნორმალური სიცხე მაქვს.ისე ნახველიც მაქ ხშირად ყელზე,ვსვამ ამოქსაცილინს და კოლდრექსს,როცა ტკივილები მაწუხებს,რას მირჩევთ ვის მივმართო ან რა შეიძლება ეს იყოს გაციება თუ ყელის ანთება?