ძალიან ცუდად ვარ. შეიძლება ითქვას, რომ დეპრესიის ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

29-06-2010

- ძალიან ცუდად ვარ. შეიძლება ითქვას, რომ დეპრესიის დაწყების სტადიაზე ვარ. მოკლედ, ახლახანს შეყვარებულს დავშორდი. მან მაიძულა ასე მოვქცეულიყავი, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იქცეოდა, ყურადღებას აღარ მაქცევდა, ჩემს მიმართ გაცივდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც მაკლია, თითქოს ხელი ან ფეხი მომაჭრეს. უზომოდ შეჩვეული ვიყავი მასზე და ძალიან მაკლია. თან ახლა ზაფხულია, ყველას ხალისი აქვს, ყველა თითქოს მხიარულადაა, ჩემს გარდა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემს ცხოვრებაში. ჩემი პირველი შეყვარებულიც ასე მომექცა. ვერ ვხვდები, ასე რატომ მექცევიან, ნუთუ ჩემი ბრალია? საოცრად ერთგული ადამიანი ვარ, ყოველთვის ჩემი შეყვარებულების ერთგული ვიყავი, ვცდილობდი იდეალური შეყვარებული ვყოფილიყავი. პირველი დაშორებაც ძალიან მძიმედ გადავიტანე და ახლაც იგივე მეორდება. ძალიან ცუდად ვარ, სულ ტირილი მინდა. სახლიდან გასვლაც კი არ მინდა. შეიძლება გავგიჟდე. გთხოვთ, მითხარით რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

პასუხი
- ძალიან გვინდა, რომ დაგეხმაროთ და კონკრეტული რჩევა მოგცეთ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან თქვენ ზედაპირულად საუბრობთ, თქვენი პრობლემა კი ჩაღრმავებას საჭიროებს. საინტერესოა, რას გულისხმობთ იმაში, რომ შეყვარებული ყურადღებას აღარ გაქცევდათ და გაცივდა თქვენს მიმართ - თავს არიდებდა თქვენთან შეხვედრას და გაგირბოდათ? საინტერესოა თქვენი შეყვარებულის რეაქცია, როცა თქვენ უთხარით, რომ უნდა დაშორებულიყავით. საინტერესოა ისიც, თუ ცდილობდა თქვენთან შერიგებას, საინტერესოა, რას ფიქრობენ საერთო ნაცნობები თქვენი დაშორების შესახებ ანუ ვის ადანაშაულებენ ამ ამბავში და ა.შ. ჩვენ რა რჩევის მოცემაც შეგვიძლია არის ის, რომ კარგად დაფიქრდეთ და გააანალიზოთ სიტუაცია, იქნებ თქვენ თხოულობთ იმაზე მეტ ყურადღებას, რისი მოცემაც მეორე ადამიანს შეუძლია? თქვენ გვწერთ, რომ ძალიან ერთგული ადამიანი ბრძანდებით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ ძალიან ყურადღებიანიც იქნებით, და იქნებ სხვებისგანაც ისეთივე სითბოსა და ყურადღებას თხოულობთ რასაც გასცემთ? ასეთ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, ზოგი ვერ ამჟღავნებს მეორე ადამიანისადმი სითბოს და ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ უყვარს იგი. ყველაფერი ეს გააანალიზეთ ცივი გონებით. თუ მიხვდებით, რომ ცოტა თქვენც გადააჭარბეთ, მაშინ გადადგით პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად