რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 6 თვის გათხოვილი, ორსულად ჯერ არ ვყოფილვარ. წინა თვეში ციკლი 1 კვირით გადამიცდა, ამ თვეშიც გადამიცდა, ორსულობის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. გამოკვლევებზე ვიყავი ენდოკრინოლოგთანაც და გინეკოლოგთანაც, ყველაფერი წესრიგში მაქვს, უბრალოდ აღმომაჩნდა 2.5 მმ სიდიდის კვანძი ფარისებრ ჯირკვალზე. ენდოკრინოლოგმა მკურნალობა არ დამინიშნა, ორსულობის დროს გაიწოვებაო, საერთოდ ენერგიისთვის (დამღლელი სამსახურის გამო) დამინიშნა ბიო-რითმი. რამდენად შესაძლოა ამ პრეპარატმა იმოქმედოს ციკლზე ან საერთოდ დაორსულებაზე? თუ რამე სხვა პრობლემაც შეიძლება იყოს?
პასუხი
- თავდაპირველად უნდა გითხრათ, რომ თუ ერთი წლის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის მიუხედავად ორსულობა არ ვითარდება, მაშინ წყვილი ითვლება უშვილოდ და ქალმა უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგს, მამაკაცმა კი - ანდროლოგს. ახლა, რაც შეეხება ბიო-რითმოს, ეს არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი (ბადი), როგორც ინსტრუქციაშია მითითებული იგი შედგება 2 ამინომჟავისგან და ასთენიური სინდრომის (დაღლილობა) საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება. ბიო-რიტმო არ გამოიწვევდა მენსტრუალური ციკლის მოშლას. გეტყვით იმასაც, რომ მნიშვნელოვანია, ქალს ჰქონდეს მეტ-ნაკლებად (3 დღიანი გადახრები) ერთნაირი ხანგრძლივობის მენსტრუალური ცილი. შესაძლებელია შეკავება 10-14 დღითაც კი მოხდეს, მაგალითად სტრესის დროს. თუ ეს ერთჯერადი ხასიათისაა, არ მოითხოვს ექიმის ჩარევას. მაგრამ თუ ხშირია, ან მენსტრუალური ციკლი შეწყვეტა ხანგრძლივია, მაშინ აუცილებელია რეპროდუქტოლოგის ჩარევა.