რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- რამდენად საშიშია გინეკომასტია და როგორ შეიძლება მისი მკურნალობა?
პასუხი
- გინეკომასტიის 30-ზე მეტი მიზეზი არსებობს. მათი უმრავლესობა დაკავშირებულია ტესტოსტერონ/ესტროგენის ბალანსის დარღვევასთან, გარკვეული ნაწილი კი - წამლების მიღებასთან. პათოლოგიური გინეკომასტია პირობითად იყოფა სამ დიდ ჯგუფად: -მამაკაცის ორგანიზმში ქალის სასქესო ჰორმონის მატება, რასაც თავის მხრივ მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. -მამაკაცის ჰორმონის (ტესტოსტერონის) დონის დაკლება, რაც ასევე უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული -ზოგიერთი წამლის მიღება. ეს პრეპარატებია: ანაბოლური სტეროიდები; სპირონოლაქტინი, ფლუტამიდი, ციმეტიდინი, იზონიაზიდი, ესტროგენის შემცველი კრმები, მეთილდოფა, რეზერპინი, მარიხუანა, ჰეროინი, ტეოფილინ, ნიფედიტინი, ვერაპამილი, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ფენოთიაზიდი, დიგიტოქსინი, კეტოკონაზოლი, დიაზეპამი, მეტადონი, მეტრონიდაზოლი, კაპტოპრილი, ენალაპრილი და სხვა. არსებობს ასევე იდიოპათური ანუ უცნობის მიზეზი მქონე გინეკომასტია. გინეკომასტიის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობასაც.