ვარ 19 წლის გოგონა. 13 წლის ასაკიდან სახეზე მაქვს... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

29-06-2010

- ვარ 19 წლის გოგონა. 13 წლის ასაკიდან სახეზე მაქვს ფერიმჭამელები და ლოყებზე წვრილი წითელი გამონაყარი. ვიმკურნალე დერმატოლოგთან, ასევე კუჭ-ნაწლავზე, ნაღველზე, რადგან მითხრეს, რომ ეს შინაგანი ორგანოების ბრალი იყო. თუმცა შედეგი არ მაქვს. რისაგნ შეიძლება იყოს ეს გამოწვეული და როგორ ვიმკურნალო, რომ შედეგი მივიღო?

პასუხი
- როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ პიოდერმია, რაც ხშირად უკავშირდება ორგანიზმში არსებულ ქრონიკულ ჩირქოვან კერას. სანამ ჩირქოვანი კერა არ იქნება ლიკვიდირებული, მანამ გამონაყარი პერიოდულად გაგივითარდებათ. გამომწვევი - სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები. პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენდოგენური დარღვევები (შაქრიანი დიაბეტი, ვიტამინების ცვლის დარღვევები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობები, სიმსუქნე, ნევროპათიები და სხვ.), აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ხშირად ეს ჩირქოვანი კერა ყელშია ხოლმე ლოკალიზებული, ამიტომ პირველ რიგში უნდა მიმართოთ ოტოლარინგოლოგს და თუ ჩირქოვანი კერა მართლაც აღმოჩნდა, უნდა ჩატარდეს მკურნალობა, პარალელურად საჭირო იქნება დერმატოლოგის კონსულტაციაც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად