- ორსულობის ტესტმა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოგვცეს ცრუ უარყოფითი პასუხი და ეს მაშინ ხდება ხოლმე, როცა სისხლში ქორიონგონადოტროპული ჰორმონი, რომლის დონეც განსაზღვრავს ტესტის დადებით პასუხს, ჯერ კიდევ არ არის იმ კონცენტრაციამდე მომატებული (მისი რაოდენობა ორსულობის პირველი დღეებიდანვე თანდათანობით მატულობს), რომ ტესტი მის მიმართ მგრძნობიარე იყოს, ამიტომ შეცდომის თვიდან ასაცილებლად უმჯობესია ტესტი მოსალოდნელი მენსტრუაციის გადაცილებიდან მე2-მე-3 დღეს ჩატარდეს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში 2-3 დღეში გამეორდეს.
რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა ტესტი დადებითია, როგორც წესი, ასეთ დროს შეცდომა თითქმის გამორიცხულია.