რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ორ კვირაზე მეტია, რაც უკან - მარცხენა ბეჭთან მაქვს ყრუ ტკივილი.რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული და სანამ ექიმთან მივალ, რომელი პრეპარატი შეიძლება მივიღო? ვარ 52 წლის და მაწუხებს წნევა.მადლობთ.
პასუხი
- პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ ტკივილის მიზეზის დაზუსტების შემდეგ იქნება შესაძლებელი. მიზეზი კი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. თქვენი ასაკიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ წნევა გაწუხებთ, პირველ რიგში კარდიოლოგთან ვიზიტს გირჩევთ - უნდა გამოვრიცხოთ ტკივილის კავშირი გულის იშემიურ დაავადებასთან. კარდიოლოგიური პრობლემის გარდა აღნიშნული ლოკალიზაციის ტკივილს შეიძლება იწვევდეს ხერხემლის პათოლოგია (ოსტეოქონდროზი, დისკოზი), მიოზიტი (კუნთის ანთება), ნევრიტი (ნერვის ანთება) - ამ დიაგნოზებს ნევროლოგი დააზუსტებს. ექიმთან ვიზიტამდე შეგიძლიათ მიიღოთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი და ანტიანთებითი მოქმედების მქონე რომელიმე პრეპარატი (მაგალითდ, იბუპროფენი ან ვოლტარენი).