რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ბებოსთან დაკავშირებით მინდა მოგმართოთ. 70 წლის ქალბატონია. პრობლემა ისაა, რომ უკვე წლებია უკანკალებს ხელები, თუმცა ამ ბოლო დროს იმდენად გაუუარესდა, რომ უჭირს წყლის დალევა, კოვზის დაკავება და ჩვენთან ერთად თითქმის არ სადილობს. თუმცა, ზოგადად მხნედ გამოიყურება, ექიმთან არ მიდის, რადგან დარწმუნებულია, რომ არაფერი ეშველება. მასზე ძალიან ვნერვიულობ, მარტო ცხოვრობს და ყველა საოჯახო საქმეს თვითონ აკეთებს. თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე საშუალება, რომელიც ხელებთან დაკავშირებულ პრობლემას ოდნავ მაინც მოუგვარებს. გინდ მედიკამენტი, გინდ ხალხური სამკურნალო საშუალება. (აქვს უშაქრო დიაბეტი). მადლობთ.
პასუხი
- უპირველეს ყოვლისა დააზუსტეთ, თქვენს ბებოს უშაქრო დიაბეტი აქვს თუ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რომლის დროსაც მკურნალობა ძირითადად ტარდება ტაბლეტირებული საშუალებებით. აუცილებლად უნდა დაარწმუნოთ პაციენტი და საკონსულტაციოდ უნდა მიმართოთ ნევროლოგს, მისი კონსულტაციის გარეშე შეუძლებელია რაიმე დავუნიშნოთ პაციენტს. მინდა დაგაიმედოთ, რომ ნევროლოგის მკურნალობის წყალობით მდგომარეობა ხშირად უმჯობესდება.