რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- დიდი ხანია, მაქვს ანემია (ალბათ 7 წელია), თუ არ ვცდები ანალიზებში ნორმალური დონე იწყებოდა 115-დან და მე 54 მქონდა რკინის შემცველობა. შეიძლება ითქვას, რომ ჰიპერაქტიული ბავშვი ვიყავი. 15 წლის რაც გავხდი, მას შემდეგ დაღლილობა და ძილის სურვილი მაწუხებდა. ფერმკრთალიც გავხდი და ისეთი ნივთიერებების ჭამა დავიწყე, როგორიცაა გაჯი, ცემენტი, მიწა. რაც გავიგე, რომ ანემია მაქვს, მკურნალობა დავიწყე. რამდენიმე ექიმთან ვიყავი და ერთ-ერთის დანიშნულებამ ამიწია. ეხლა არ მეძინება, გადაღლილადაც არ ვგრძნობ თავს, მაგრამ უცხო ხალხიც კი მეუბნება, რა ფერმკრთალი ხარ შვილო, ვაიმე ცუდად ხომ არ ხარო და მართლა ისეთი გამომეტყველება მაქვს, მეც დაღლილი მგონია თავი. თვალები ჩამიცვივდა, 55 კგ. ვარ 1.64 მ. თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, რატომ გამოვიყურები ასე? იქნებ ისევ დაბალი მაქვს ჰემოგლობინი და უბრალოდ მივეჩვიე და იმიტომ არ მაწუხებს?
პასუხი
- თქვენი წონა ნორმალურია, მაგრამ აუცილებელია ამჟამად ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი. არ არის გამორიცხული, რომ თქვენ დროზე ადრე შეწყვიტეთ რკინის პრეპარატების მიღება და ამჟამადაც გაქვთ ანემია. ანემიის მკურნალობისას მნიშვნელოვანია არა მარტო სისხლის ფორმულის ნორმალიზაცია, არამედ რკინის მარაგის აღდგენა.