რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ბავშობიდან და ეხლაც აკვიატებული მაქვს, რომ კიბო უნდა დამემართოს და მოვკვდე. ძალიან მეშინია სიმსივნის და იმისიც მეშინია, ასე რომ მაქვს აკვიატებული, მართლა რამე არ ავუტეხო ჩემს თავს. ამ საიტზე წავიკითხე, რომ იმუნიტეტის ასამაღლებლად კამელინი არის კარგი და შეიძლება რომ დავლიო? და სად შევიძინო. იქნებ მირჩიოთ როგორ დავლიო, დღეში რამდენჯერ და რამდენი ხანი?
პასუხი
- კამელინი ჩვენი სააფთიაქო ქსელის ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ პრეპარატი რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა იმუნიტეტის სტიმულაცია, ორგანიზმის იმუნური პასუხის მოდიფიკაცია. გამოყენების ჩვენებაა ვირუსული ინფექციები; ბაქტერიული ინფექციები; სოკოვანი ინფექციები; სიმსივნური დაავადებები; სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები; პოლინეიროპათიები; პოსტოპერაციული პერიოდი; ტრავმები. ჯანმრთელ პირებში სიმსივნის პროფილაქტიკის მიზნით კამელინის გამოყენების შესახებ არაფერია ნათქვამი.
გამარჯობათ!თუ თქვენ ჯანმრთლი ხართ და უბრალოდ არსებული შიშების გამო გინდათ პროფილაკტიკა,მაშინ ჩემი გამოცდილებიდან მინდა გირჩიოთ ტენტორიუმის ნატურალური,ფუტკრის პროდუქტები(რათქმაუნდა თუ ამ პროდუქციაზე აუტანლობა არ გაქვთ).მეც მასეთი ფობია მქონდა,მაგრამ გადავლახე.თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ "აპიტოკი"(თაფლს+ფუტკრის რძე) , "ესტრა–ბეფუნგინი"(არყის სოკო ჩაგას, კრაზანას და პროპოლისის კომბინაცია) და ასევე "აპი–ხიტი"(დაბალმოლეკულური ქიტოზანი, ციმბირული სოჭის წიწვის CO2 ექსტრაქტი) .ეს ნატურალური პროდუქტები მთლიანად უხდება ორგანიზმს,აძლიერებს იმუნიტეტს და ნებისმიერ ასაკში მიიღება.ასევე გირჩევთ კვების რეჟიმს,სადაც უმეტესად ბოსტნეული და ხილი იქნება ჭარბად,ჩაიდან მწვანე ჩაის ზომიერად,ალკოჰოლიდან უშაქრო ღვინოს ზომაზე,რაფინირებულ შაქარს,ნამცხვრებს,ლიმონათებს,კონსერვებს არ გირჩევთ.ზეთიდან ზეითნის ზეთს,შესაწვავად კი სიმინდის ზეთს.პურიდან ჭვავის უსაფუარო პურს.ნაკლები ხორცი,მხოლოდ მცირედ,ზომიერად ქონგაცლილი ქათმის და ინდაურის ხორცი.ნაკლები სტრესი,აქტიური ცხოვრების წესი.გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერ ცხოვრებას! :)