რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- დიდი მადლობა პასუხისთვის. მე პირველად დაგისვით კითხვა და სიმართლე გითხრათ, ასე ოპერატიულად პასუხს არ ველოდი. კიდევ, იცით, რა მაინტერესებს? – ჩემს მეუღლეს აქვს ძალიან სუსტი უმუნიტეტი - ძნელად ხვდება გრიპი და თუ შეეყარა, ყოველგვარი სურდოს გარეშე ფილტვების ანთება უვითარდება. ჩავატარეთ ბრონქომუნალის სამთვიანი კურსი და მკურნალობის შემდეგ ისევ შეხვდა პნევმონია. მაინტერესებს, ეს უბრალოდ იმუნიტეტის დაქვეითების ბრალია თუ შეიძლება იყოს რაიმე სისტემური დაავადების ნიშანი? მაგალითად აივ-ინფექციის? და მაინტერესებს კიდევ-აივ-ინფექციას უშუალოდ ფილტვების მხრივ ახასიათებს დაბალი იმუნიტეტი? თუ ზოგადად ნებისმიერი ინფექციისადმი?
პასუხი
- ალბათ თქვენ გაინტერესებთ, ხომ არ არის ხშირი ფილტვების ანთება ორგანიზმის რაიმე ზოგადი დაავადების ნიშანი, რადგანაც ტერმინი ”სისტემური დაავადება” აღნიშნავს რევმატულ დაავდებებს (სისტემური წითელი მგლურა, კვანძოვანი პოლიარტერიიტი, ვასკულიტები და სხვა). მართლაც არის ზოგიერთი პათოლოგია, რომლისთვისაც რეციდივული პნევმონიები დამახასიათებელია. მათ შორის ერთ-ერთი აივ-ინფექცია/შიდსიც გახლავთ. თუ თქვენი მეუღლე მიეკუთვნება ამ პათოლოგიის რისკის ქვეშ მყოფ პირთა რიცხვს, აუცილებლად მიმართეთ შიდსის ცენტრს სათანადო კვლევისათვის. შიდსისათვის დამახასიათებელია დაბალი იმუნიტეტი ზოგადად, დიდია ნებისმიერი ინფექციის, მათ შორის ვირუსული ინფექციების რისკი.