ვარ 17 წლის ბიჭი, მე-7 თვეა მაქვს სიცხე, დღის გან... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

27-06-2010

- ვარ 17 წლის ბიჭი, მე-7 თვეა მაქვს სიცხე, დღის განმავლობაში მიწევს 11-12 საათიდან ღამის 10-11 საათამდე. ხან არის დღეები, რომ 37 მაქვს, ხან 37,2, ხან 37,3 და ხან კიდევ 37,4 (ბოლო ძალიან იშვიათად). ეს დაიწყო უბრალო გაციებით – ზამთარში, დეკემბერში გავცივდი და ყელიც მტკიოდა და ჩვეულებრივად გაციების ფონზე მომცა 38,2 თუ რაღაცა, ტემპერატურა. მერე 1-2 დღეში წამლები დავლიე და ყველაფერმა გამიარა, მაგრამ დამრჩა ესეთი სიცხეები. hოდა ეხლა დავწერ, რა გამოკვლევები ჩავიტარე: სისხლის ანალიზი 4-ჯერ, ბოლოს წინა კვირაში გავიკეთე თბილისში სისხლის გადასხმის ინსტიტუტში პავლოვზე, ყველაფერი ნორმაშია დაგიწერთ აგერ ბოლო შედეგს, ყველა ნორმაში იყო და ესეც არაა მგონი ცუდი და დავწერ მაინც ჰემოგლობინი: გ/ლ 135,0 ერთ 81; ერითროციტები: 4.18 ფერ.მაჩვენებელი: 0.98 რეტიკულოციტები %: 12% ლეიკოციტები: 4,45 თრომბოციტები% : 55% 229,9 ე.დ.ს: 5 ჩხირბირთვიანი: 1 სეგმენტაბირთვიანი: 49 ბაზოფილი: 1 მონიციტი: 14 აი ეს მაქვს მომატებული 4-11 არის ნორმა ლიმფოციტი: 33. ხო ეხლა გავაგძელოთ გამოკვლევების სია: ვიყავი ფთიზიატრთან რუსთავში თავდაპირველად, გადავიღე რენგენი და გამიშვა თბილისში ტომოზე მივუტანე და არაფერი არ არისო, ასევე გავიკეთე ნაცხის (ნახველის) ანალიზი, არაფერი არააო, გავიკეთე მუცლის ღრუს ექოსკოპია, იქაც ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. ვიაყვი ჩიყვის ექიმთან, გამსინჯა და არაფერი არ გეტყობაო, ვიყავი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან, იმან მითხრა, რაღაც ანთება გაქვსო ლორწოვანისო და 2-ჯერ გამატარა მკურნალობის კურსი, მაგრამ არ მიშველა, გავიკეთე 2-ჯერ შარდის ანალიზი ნორმაშია მანდაც, ბოლოს სისხლის გადასხმის ინსტიტუტში ანალიზზე რომ ვიაყვი მანანა ღირდალაძესთან, ხელით გამსინჯა და მარცხენა იღლიაში ფეტვის მარცვალივით პატარა კვანძი გაქვსო, მაგრამ ჯერ არაა გამოსაკვლევიო, არც საშიშიაო, 2 თვეში დამიბარა, მანამდე კი ყელ-ყურ-ცხვირთან, ალერგოლოგთან და შარდის ანალიზზე გამიშვა, (შარდის ანალიზი გადავიღე, არაფერი იყო, ალერგოლოგთანაც ვიყავი, მაგრამ იმან სიცხეები არ იცისო და ალერგია მაინც მაქვს და წამლები დამინიშნა) ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან ვაპირებ წასვლას ამ დღეებში და მანამდე მაინტერესებს თქვენი აზრი ამ მდგოარეობაზე, შეაფასეთ და იმსჯელეთ! თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია! შეიძლება მაგ კვანძს ასეთი სიცხეები გამოეწვია? ან რაიმე შაშიში შეიძლება იყოს?

პასუხი
- თავად ლიმფური კვანძი არ არის ტემპერატურის მომატების მიზეზი, ტემპერატურის მატებაც და ლიმფური კვანძის გადიდებაც შესაძლოა ერთი და იგივე დაავადებით იყოს გამოწვეული. არ იქნებოდა ურიგო, თუ TSH (ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონი) ანალიზს გაიკეთებთ, რათა ნამდვილად გამორიცხოთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, მხოლოდ ექიმის მიერ გასინჯვა არ არის საკმარისი. არის შემთხვევები, როცა მსგავსი ტემპერატურა თავისთავად გაივლის ხოლმე. ზედმეტად ნუ მოახდენთ თქვენი ყურადღების კონცენტრირებას თქვენივე მდგომარეობაზე, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ტემპერატურის მატებას. 


კომენტარები
22 ივნისი 2016 19:40
მეც მაქვს დაახლოებით ეგეთი შარიკები გადასხმების შემდეგ გამიჩნდა , თუ ვინმემ რამე იციტ მოგვწერეთ.
13 მაისი 2014 19:42
ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ. 20 წლის ვარ. ხელზე მაქ პატარა 2 შარიკი,სიხლის საერთო ანალიზი გავიკეთე და არაფერია. ექიმმა მითხრა თვითონ გაქრებაოო და არ ქრება. საშიშიააა???
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად