რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 17 წლის გოგონა, ვარ თეთრი და სახეზე გამიჩნდა ჭორფლი პატარაობისას, მაგრამ შემდეგ გადამცილდა. ახლაც მაქვს, მაგრამ არ მემჩნევა. შარშან ზაფხულს ზღვაზე ვიყავი, მხარზე გამიჩნდა პატარა ზომის ხალები და მაინტერესებს, როგორ შეიძლება მოვიცილო, ან რამე წავისვა, რომ უარესად არ გამიმუქდეს? ასევე, სახეზე არ ვიღებ ხოლმე ზაგარს, მეშინია ჭორფლი არ გამომივიდეს და მაინტერესებს, SPF კრემების წასმის შედეგად მაინც ხდება ზაგარის მიღება თუ არა?
პასუხი
- უნდა მოერიდოთ მზეს და ლაქებზე წაისვათ ლაქების საწინააღმდეგო კრემები, რომელსაც მრავალი პარფიუმერული ფირმა უშვებს.
ახლა, რაც შეეხება მზისგან დამცავ კრემებს, მათ შემადგენლობაში შედის ერთგვარი ფილტრი, რომელიც კანს ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებისგან იცავს (ეს მზის სპექტრის ის ნაწილია, რომელსაც შეუძლია, კანის ნაადრევი დაბერება და სიმსივნე გამოიწვიოს). კრემებს დაცვის სხვადასხვა ხარისხი აქვს, რომელიც გამოისახება SPF აბრევიატურით და რიცხვითი მაჩვენებლით - 4, 6, 8, 12, 15 და ასე შემდეგ. ამ კოეფიციენტის მიხედვით შესაძლებელია, მზისგან დაცვის ეფექტურობა ვარეგულიროთ. მაგალითად, SPF 12 ნიშნავს, რომ დამცავი კრემის წყალობით მზეზე 12-ჯერ მეტხანს შეგიძლიათ ყოფნა. თუ კრემის გარეშე 15 წუთში დაიწვებოდით, კრემის წასმის შემდეგ უფლება გექნებათ, 3 საათის განმავლობაში დატკბეთ მზის სხივებით. ჩვეულებრივ, თავდაპირველად დაცვის მაღალი ხარისხის კრემებს იყენებენ, შემდეგ კი თანდათანობით დაბალკოეფიციენტიანზე გადადიან.