გვასწვლეთ კბილების სწორად გასუფთავების წესები? ... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

26-06-2010

- გვასწვლეთ კბილების სწორად გასუფთავების წესები?

პასუხი
- კბილები დღეში ორჯერ მაინც უნდა გაიხეხოთ: ნასაუზმევს და საღამოს, ძილის წინ. იდეალურ შემთხვევაში კბილების გახეხვა სასურველია ყოველი ჭამის შემდეგ. ხეხვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქვედა საჭრელი კბილების შიდა ზედაპირს და ზედა გვირგვინოვანი კბილების გარე ზედაპირს, განსაკუთრებით - ღრძილთან ახლოს. ასევე დიდი ყურადღებით უნდა გაიხეხოთ ეშვები.
ცაციებმა კბილების ხეხვა უნდა დაიწყონ ზედა ყბის მარცხენა ნაწილიდან, მემარჯვენეებმა - მარჯვენიდან. ცალკე უნდა გაიხეხოთ გარე, ცალკე - შიდა და ცალკე - საღეჭი ზედაპირები. კბილების ხეხვა 3 წუთი მაინც უნდა გაგრძელდეს. კბილების გამოხეხვის შემდეგ ჯაგრისი კარგად უნდა გაირეცხოს წყლით და გაშრეს. მისი გამოცვლა საჭიროა ყოველ 3-6 თვეში ერთხელ.
აუცილებელია კბილებს შორის არსებული არის მოვლაც. მათი გაწმენდა საჭიროა საღამოს, კბილების გახეხვის წინ. თუ კბილებს შორის არე ფართოა, შეიძლება სპეციალური ჯაგრისის გამოყენება, ხოლო თუ კბილები მჭიდროდ არის მიჯრილი ერთმანეთთან, სპეციალური ძაფი გამოიყენეთ. კბილებს შორის ჩარჩენილი საკვების ამოსაღებად შეიძლება სპეციალური ჩხირების გამოყენებაც.
თუ ყოველი კვების შემდეგ ვერ ახერხებთ კბილების გახეხვას, შეგიძლიათ, ღეჭოთ რეზინი, რომლის შემადგენლობაში შედის ქსილიტები - ეს ნივთიერებები კბილებს კარიესისგან იცავს. თუმცა, რასაკვირველია, საღეჭი რეზინი ჯაგრისს ვერ შეცვლის.
თუ კბილებს ყოველდღე არ გაიხეხავთ, გაგიჩნდებთ ქვები, რაც კარიესის საწინდარია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად