რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503
Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373

- შეგიძლიათ მითხრათ რას ნიშნავს ლეიკოციტების დიდი რაოდენობა სისხლში?
პასუხი
- თავდაპირველად გეტყვით, რომ ლეიკოციტები სისხლის თეთრი უჯრედების საერთო სახელწოდებაა. ისინი ორგანიზმში დამცველობით ფუნქციებს ასრულებენ, კერძოდ მათი დანიშნულებაა უცხო ნივთიერებებისა და მიკროორგანიზმების ამოცნობა და მათთან შებრძოლება, ასევე მათ შესახებ ინფორმაციის შენახვა მომავლისათვის. ისინი ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა იმუნოლოგიურ რეაქციაში და გვიცავენ ინფექციებისაგან. ნორმაში სისხლში ლეიკოციტების შემცველობა შეადგენს 3,5-8,8 ათასს 1 მკლ-ში. ლეიკოციტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებს: -ინფექციური დაავადების დროს, -მიოკარდიუმის, ფილტვის, თირკმლისა და ელენთის ინფარქტის დროს, -მწვავე და ქრონიკული ანემიების დროს, -ავთვისებიანი სიმსივნური პათოლოგიის დროს. თუმცა, შეიძლება სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც მოიმატოს - ფიზიოლოგიური ლეიკოციტოზი. მაგალითად ლეიკოციტების რამდენადმე მომატება აღენიშნებათ ქალებს მენსტრუაციის წინა პერიოდში, ორსულობის მეორე ნახევარში, მშობიარობის დროს, საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ, ფიზიკური დატვირთვისას, წყლის აბაზანების მიღებისას. უნდა გითხრათ ისიც, რომ ლეიკოციტების ძირითად ტიპს შეადგენენ ნეიტროფილები, ლიმფოციტები, მონოციტები, ეოზინოფილები და ბაზოფილები. ლეიკოციტური ფორმულის განსაზღვრისას, ჩვეულებრივ, ითვლიან ახალგაზრდა (მოუმწიფებელ) ჩხირბირთვიან ნეიტროფილებსაც. უჯრედთა თითოეული ტიპი განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს. თითოეული მათგანის პროცენტული შემცველობა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის იმუნური სისტემის მდგომარეობის შესახებ. სხვადასხვა ტიპის ლეიკოციტის რაოდენობის მომატება ან შემცირება კლინიცისტს ამა თუ იმ ინფექციური დაავადების, ალერგიული რეაქციის დიაგნოსტიკასა და სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება.