მგონი ფეხებზე სოკო მაქვს, ისე, ზუსტად არ ვიცი, კა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

26-06-2010

- მგონი ფეხებზე სოკო მაქვს, ისე, ზუსტად არ ვიცი, კანი მექერცლება, საშინლად მექავება, ისე, რომ მინდა მოვიგლიჯო ხოლმე, ფეხები მისკდება თითებს შუა. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, რისი მიღება შემიძლია, რომ მოვირჩინო?

პასუხი
პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი: ლია ჭითანავა

- როგორც ჩანს, თითებს შუა გაქვთ სოკოვანი დაავადება, რაც გადამდებია, ამიტომ უნდა იქონიოთ ინდივიდუალური ფეხსაცმელი, პირსახოცი, უნდა დაიცვათ ჰიგიენა. მკურნალობის მიზნით გირჩევთ კასტელანით დაიმუშავოთ დაზიანებული უბანი, 3 დღის შემდეგ გამოიყენეთ ლამიზილის მალამო დღეში 2-ჯერ 10 დღე. აუცილებელია ფეხსაცმლის დამუშავება ფორმიდონის ხსნარით - ამ ხსნარში დასველებული ბამბით გაწმინდეთ ფეხსაცმელი შიგნიდან, (აუცილებად ფეხსაცმლის საფენი), შემდეგ ფეხსაცმელი შეფუთეთ ცელოფანში 2 საათი და შემდეგ გაანიავეთ 10 დღე. თუ ფეხები გიოფლიანდებათ, უნდა ებრძოლოთ ამას (მაგალითად, ბოროზინის ტალკით), რადგან ნესტი კარგი პირობაა სოკოს სპორების გასამრავლებლად. ბანაობის შემდეგ კარად გაიმშრალეთ ფეხები და თითებს შორის არე. და ბოლოს, მიმართეთ დერმატოლოგს, იგი შეგირჩეთ დასალევად ანტიმიკოზურ საშუალებას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად