4 წელია მაქვს ფსორიაზის უკიდურესად მძიმე ფორმა. გ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

26-06-2010

- 4 წელია მაქვს ფსორიაზის უკიდურესად მძიმე ფორმა. გამონაყარი სხეულის დაახლოებით 80 - 90 პროცენტს მოიცავს. კანი საშინელ მდგომარეობაში მაქვს (ატროფირებული) უხვად მაქვს სტრიებიც ჰორმონალური მაზის სმისგან. 4 წლის განმავლობაში ყოველდღე ვისვავ დერმოვეიტს (რომ არ წავისვა, სახეზეც მაყრის). ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ რა ვქნა? ვარ 20 წლის.

პასუხი
პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი: ლია ჭითანავა

- გირჩევთ კურორტოთერაპიას - ნუნისი ან ზღვა (გაითვალისწინეთ, გარუჯვა უნდა იყოს ზომიერი და დოზირებული). გარეგანი მოხმარებისთვის გირჩევთ ახალ მალამოს - დაიავობეტს 2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ გამოიყენეთ ნაფტალანის მალამო (2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში). კანის დასატენიანებლად კარგი იქნება ტოპიკის ულტრადამატენიანებიელი ემულსიის გამოყენება და დასაბანად ტოპიკის დასაბანი გელის (საპონს არ შეიცავს). დასალევად ინიშნება ანტიჰისტამინური, სედატიური საშუალებები, პოლივიტაინები, ასევე საჭიროა დერმატოლოგმა შეგირჩიოთ დასალევად სტეროიდული პრეპარატი. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიპოალერგიული დიეტის დანიშვნას.
კომენტარები
25 ოქტომბერი 2016 23:23
კურორტ ნუნისში ცადიტ აუცილებლად 10 დგიანი კურსი ჩაიტარეთ.ჩემს 6 წლის შვილს აქვს ფსორიაზი და წელს მყავდა.ფსორიაზიანი ბევრი ვნახე,რომელთაც მთელს ტანზე ქონდათ ადრე,დგეს საერთოდ არაფერი ეტყობოდათ.მე ნუნისის იმედი მაქვს 3 წელი მაინც უნდა იაროთ.დამიჯერეთ! სამკურნალო წყალია.ანალოგი არსად არის.
10 მაისი 2016 17:54
ამასობაში გავიდა ცხოვრება : (((
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად