რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 38 წლის მამაკაცი, 5 წლის წინ მარჯვენა ფეხის წვივზე შევნიშნე დაახლოებით 0.5 სმ ლაქა, რომელიც დროგამოშვებით მექავებოდა, საზღვარგარეთ ვიყავი და სხვა და სხვა კრემით ვიზელდი, ხან თითქოს მირჩებოდა, მაგრამ 1-2 თვის შემდეგ ისევ დამიწყებდა ქავილს, ახლა 3-4 სმ ლაქა მაქვს და ატყავებამდე მექავება ხოლმე. კანი არის გაწითლებული და იოლად ტყავდება. იქნებ მირჩიოთ რაიმე?
პასუხი
პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი: ლია ჭითანავა.
- დიაგნოსტირების მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ფერის იყო ლაქა თავდაპირველად. აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, ექიმთან ვიზიტამდე გირჩევთ დალიოთ ანტიჰისტამინური საშუალება, ადგილობრივად კი, წაისვათ პრედნიზოლონის მალამო 2-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში.