რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ! ვარ 18 წლის ქალიშვილი. ციკლი 2 წელია, რაც დარღვეული მაქვს. ნიკაპზე მომემატა თმა, სახეზე მცირე, მაგრამ მაინც მაქვს გამონაყარი. ჩავიტარე ანალიზი ტესტოსტერონზე და არაა მომატებული. ასევე ნორმაში მაქვს თშH და Fთ-4 ანუ ენდოკრინოლოგიური სისტემა წესრგშია. კიდევ რა სახის ანალიზები ჩავიტარო? როგორ მოვიწესრიგო ციკლი? გინეკოლოგმა ვიტამინები დამინიშნა და ვსვამ. ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს? ჩემი თმიანობა გენეტიკური არაა. არც ჭარბი წონა მაწუხებს- გამხდარი ვარ. ულტრაბგერითმა გამოკვლევამ ფიზოტომა აჩვენა. ძალიან გთხოვთ ამომწურავი პასუხი გამეცით. უზომოდ მადლობელი ვიქნები
პასუხი
პასუხობს: ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი ნანა ჯანელიძე - თუკი მენსტრუალური ციკლი დარღვეულია და გაქვთ თმიანობა, ანალიზები კი წესრიგში, მაინც გჭირდებათ მკურნალობა. გირჩვეთ, მიმართოთ რეპროდუქტოლოგს.