რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- იცით რა მაინტერესებს, ვარ 29 კვირის ორსული და შარდში მაქვს ლეიკოციტები ნორმაზე მეტი და ასევე ბაქტერიები. ამან რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ნაყოფს? და კიდევ, ანტიბიოტიკების მიღება უფრო ავნებს ბავშვს თუ ეს ლეიკოციტები შარდში? ამოქსიკლავი გამომიწერა ექიმმა და ძალიან მეშინია მისი მიღება. მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არაა მომიწევს მისი მიღება. გმადლობთ წინასწარ.
პასუხი
პასუხობს: ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი - ეს დამოკიდებულია ბაქტერიების ზრდის ხასათზე შარდში. თუ ბაქტერიების კოლონიები შარდის ნათესში 105 -ზე (ათის მეხუთე ხარისხზე) მაღალია, მაშინ მიზანშეწონილია დაინიშნოს ანტიბიოტიკი, რადგან ამ პროცესმა შეიძლება განიცადოს პროგრესირება და საბოლოოდ თირკმელების მწვავე ანთება მივიღოთ.