რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 24 წლის ქალიშვილი. საერთოდ მენსტრუაციული ციკლი დარღვეული არ მაქვს, თითქმის ერთი და იმავე რიცხვში და რამის ერთი და იმავე საათს მომდის, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს. ციკლის პერიოდში ყოველ მოშარდვაზე უკაცრავად და გრძლად მეკიდება ბოდიშით და სისხლი ანუ შედედებული სისხლი, შედედებულში არ ვგულისხმობ კოლტებს. ვგულისხმობ იმას, რომ დაახლოებით 10 ხან 20 სანტიმეტრის გრძელი ლორწოსავით სისხლია, რომელიც არის სქელი, როგორც პროტრომბინის დროს აქვს ადამიანს ცოტა შედედებული სისხლი, მაგრამ მე პოტრომბინიც წესრიგში მაქვს. თუ არ მოვიწმინდე და დავაცადე ცოტახანი, სისხლი მთლიანად იწკრიტება და ქვეშ რჩება თეთრი ფერის ბოდიშით ლორწოსავით ჩამოწელილი. არც სოკო მაქვს სასქესო ორგანოზე და ვერ გამიგია ასე რატომ მემართება. დაახლოებით ორი წელია ასე ვარ. ადრე იშვიათად ვიყავი ასე. კითხვა პასუხში რამდენჯერმე წავიკითხე, რომ გწერდნენ მენსტრუაციიც დროს მაქვს შესქელებული გამონადენიო და თქვენ სთხოვდით დაეკონკრეტებინათ რას გულისხმობდნენ მაგ სიტყვაში, მაშინვე მივხვდი, რომ მათაც ჩემნაირი პრობლემა სჭირთ. იქნებ ისიც მითხრათ ეს იმოქმედებს თუ არა დაორსულობაზე? მალე გათხოვებას ვაპირებ. ძალიან დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი
პასუხობს: ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი: ნანა ჯანელიძე
- რასაც თქვენ აღწერთ, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მენსტრუალური გამონადენი.