პასუხობს: ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი
- საინტერესოა იგივე პრობლემა გქონდათ თუ არა ორსულობამდე. იქნებ მოგეწერათ რას იყენებდით აქამდე, რომ რამე ალტერნატიული მეთოდი გირჩიოთ. ზოგადად კვებას დიდი როლი ენიჭება კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მოქმედებაში, გარდა მედიკამენტური ჩარევისა გირჩევთ, მიიღოთ 1,5 ლ წყალი, ხილი და ბოსტნეული, ქლიავის ჩირი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქატო, მიზანშეწონილია ზომიერი ფიზიკური აქტიურობა.