რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მე თქვენ მოგწერეთ კითხვა და მითხარით, რომ როდესაც ექიმის პასუხს გავიგებდი შემდეგ გვემსჯელა, ვირუსების მწვავე ფორმაზე გავიკეთე ანალიზი და საბედნიეროდ არ აღმოჩნდა არც ერთი. მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ მაქვს წყლული საშვილოსნოს ყელზე, კიბოს წინა სტადია, მითხრა რომ მოწვა არის საჭირო, წყლული დაახლოებით 5-6 თვეა იქნება რაც მაქვს, შეიძლება თუ არა წყლული ასეთ დროში გადაქცეულიყო ასე სერიოზულ ფორმად? არ მინდა რომ მოვიწვა, რას მირჩევთ, აღარ ვიცი რა გავაკეთო. ექიმმა ისიც მითხრა, რომ ტრიხომონა მაქვს, მაგრამ შემდგე სხვა ექიმთან გადავამოწმე და ანალიზის პასუხის მიხედვით არაფერი ინფექცია არ მაქვს. როგორ მოვიქცე გთხოვ დამეხმაროთ.
პასუხი
პასუხობს: ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი: ნანა ჯანელიძე - საშვილოსნოს "წყლული" ეს არ არის კვალიფიციური და ზუსტი დიაგნოზი. თქვენ გჭირდებათ პაპ-ტესტი და კოლპოსკოპიური გამოკვლევის ჩატარება და ამის შემდეგ შეირჩევა მკურნაოლბის მეთოდი.