რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 22 წლის. მენსტრუაცია მაქვს საერთოდ ნორმაში, მაგრამ ახლა მოხდა ისე, რომ 2 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი წამომივიდა, მენსტრუაციის მოსვლის დღეს დავლიე 3 ჭიქა შავი ღვინო და შეიძლებოდა ამას გამოეწვია? გინეკოლოგიურად ყველაფერი წესრიგში მაქვს. თანაც ამ თვეში ვაპირებ, რომ დავრჩე ორსულად და ხომ არ გადავდოო? ეს ფაქტი რამე უარყოფითს ხომ არ გამოიწვევს?
პასუხი
- ორსულობის დაგეგმვამდე გინეკოლოგთან ვიზიტს გირჩევთ. ჭარბი მენსტრუალური გამონადენის (მენორაგია) მიზეზი შეიძლება იყოს საშვილოსნოს დაავადებები (ენდომეტროზი, მიომა, პოლიპი და სხვა), ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, სისხლის შედედების უნარის მოშლა, გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა, მკაცრი დიეტა. ამიტომ უმჯობესია, დადგინდეს მიზეზი, ამისათვის კი გინეკოლოგთან ვიზიტია საჭირო.