რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- 2.5 წელია გათხოვილი ვარ, მყავს ერთი შვილი. თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო, ამ ბოლო თვებში ჩემი ქმარი ყოველთვის გაურბის ინტიმურ ურთიერთობებს და ამბობს, რომ ხან თავი სტკივა, ხან დაღლილია და ასე რამდენიმე დღე. მე თუ ძალით არ დავიწყე, თვითონ არც მოინდომებს. როცა ვეკითხები, ვუნდივარ თუ არა, ამბობს, კიო. როცა ვამბობ, ექიმთან წავიდეთ, არაფარი მჭირსო. დამეხმარეთ, თუ შეიძლება, ისეთი რამე გავაკეთო, რომ თვითონ ვერ მიხვდეს. ჩემთვის ძნელია ასეთი ცხოვრება.
პასუხი
- ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ზეპირად თქვენი მეუღლის გამოკითხვისა და გასინჯვის გარეშე ვერაფრით დაგეხმარებით. ერთი, რისი რჩევის მოცემაც შეგვიძლია არის ის, რომ გულახდილად ესაუბროთ მეუღლეს თქვენს და მის პრობლემებზე. შეიძლება მას მართლაც აწუხებს რამე, შეიძლება ლიბიდო აქვს დაქვეითებული, რასაც თავისი მიზეზები აქვს (ამის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს საიტზე დევი დევიძის სტატია "ლიბიდო"), ან სხვა პრობლემა აქვს. თქვენ პირადად, გირჩევთ იყოთ მუდმივად ფორმაში, შეგიძლიათ რაიმე სიახლე შეიტანოთ გარეგნობაში (ვარცხნილობა, თმის ფერი, სუნამო და ა.შ) ან ჩაცმის სტილში, რათა უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეთ მეუღლისთვის.