ვარ ქმარს გაცილებული, ბავშვიანი. ამ ბოლო პერიოდში... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

25-06-2010

- ვარ ქმარს გაცილებული, ბავშვიანი. ამ ბოლო პერიოდში მყავდა შეყვარებული, შეიძლება ითქვას საქმრო, რომელიც მუდამ ზრუნავდა ჩემზე და აპირებდა ჩემს ცოლად მოყვანასაც. თუმცა მე სულ მეშინოდა მეორედ გათხოვების და თავს ვიკავებდი ამაზე. ამის მიუხედავად, ძალიან მიყვარდა და დღემდე მიყვარს. წელიწადნახევარი ვიყავით ერთად და ბოლოს გამომიცხადა, რომ აღარ აპირებს ჩემი კაპრიზების ატანას, რომ მე მას თავმოყვარეობა შევულახე და საბოლოოდ გამშორდა, თუმცა არც ერთი დღე არ ვყოფილვართ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში უერთმანეთოდ. ყველას გააცნო ჩემი თავი და ყველამ იცოდა ჩვენი ამბავი. იცოდნენ, რომ უნდა დავქორწილებულიყავით, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიმატოვა. ძალიან განვიცდი და დეპრესიაში ვარ ჩავარდნილი. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. აღარც ჩემი ნახვა უნდა და აღარც დალაპარაკება. იქნებ მირჩიოთ რამე?

პასუხი
- ძალიან ძნელია შეყვარებულთან დაშორება, მაგრამ სიმშვიდე მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოთ და გონივრულად იმოქმედოთ. გაუგებარია, რატომ დაგშორდათ შეყვარებული, რა კაპრიზებზე საუბრობდა, ან რამ შეულახა თავმოყვარეობა? სცადეთ სიტუაციაში გარკვევა, ანუ ეცადეთ, გაიგოთ რატომ გაბრაზდა თქვენზე და რა მიზეზით დაგშორდათ. ეგებ, მისი ოჯახის წევრებს ჰკითხოთ ამის შესახებ, თუმცა უკეთესი იქნება, თუ თავად მას დაელაპარაკებით. იქნებ იგი ისეთ რამეში გადანაშაულებთ, რაც არ "ჩაგიდენიათ", იქნებ თქვენი დაშორების მიზეზი ე.წ. კეთილისმსურველები გახდნენ. ამიტომ შეეცადეთ თავად ან საერთო მეგობრის დახმარებით გაარკვიოთ სიტუაცია.  
და ბოლოს, გირჩევთ, მაქსიმალურად მოინდომოთ თავის ხელში აყვანა და დამშვიდება, იფიქრეთ ბავშვზე, მას ხომ ჯანმრთელი დედა სჭირდება. ძალიან კარგი იქნება თუ ნევროლოგს მიმართავთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად