- ვარ 32 წლის, 2 წლის წინ გავიცანი ადამიანი, რომელიც ძალიან შემიყვარდა და ყავს ცოლი და შვილი - 9 წლის ბიჭი. ერთი წლის უკან, არ ვიცი, როგორ და რანაირად, მოხდა ყველაფერი - გვქონდა ახლო ურთიერთობა, ჩემი პირველი მამაკაცი იყო. შემდეგ ვიჩხუბეთ და 5 თვე არ ვლაპარაკობდით. შემდეგ ისევ გამოჩნდა და მითხრა, შენ ვერ დაგკარგავო, მაგრამ ერთად ვერასოდეს ვიქნებითო. ვერ ვივიწყებ, სულ მასზე ვფიქრობ დღისით თუ ღამით, მიუხედავად იმისა ძალიან ნაწყენი ვარ მასზე, 1 წელია არ მინახავს. მეუბნება, მისგან შვილი გავაჩინო, არ ვიცი როგორ მოვიქცე, უსაზღვროდ მიყვარს და შვილიც მჭირდება, მაგრამ ახლობლებს როგორ შევხედო და რას იტყვიან ჩემზე, როგორ მიიღებენ ამას, დაბნეული ვარ. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?
- თქვენ სრულწლოვანი ადამიანი ბრძანდებით და თავადვე უნდა შეგეძლოთ არჩევანის გაკეთება. თქვენ გაშინებთ ის, რომ ვერ გაგიგებენ ახლობლები, მაგრამ თუ დაფიქრებულხართ ოდესმე, თქვენი საყვარელი მამაკაცის ცოლსა და შვილზე, თუ ხვდებით, რომ თქვენ შეიძლება მათი უბედურების მიზეზი გახდეთ? სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგება არ არის სწორი. ან იქნებით კი ბედნიერი, თქვენ ხომ ამ ურთიერთობის დამალვა მოგიწევთ, თქვენ ხომ არ გექნებათ სრულყოფილი ოჯახი. რად გინდათ ისეთ მამაკაცთან ცხოვრება ვისაც სხვა ქალი (მითუმეტეს ცოლი) ყავს და ორმაგ თამაშს ეწევა, ასეთი კაცი ხომ მატყუარაა? რა გარანტია გაქვთ, რომ თქვენც არ გატყუებთ ცოლივით და მხოლოდ ერთობა თქვენთან. კარგად დაფიქრდით ამაზე.