რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მეუბნებიან, რომ დასაფეხმძიმებლად საუკეთესო დროა ციკლის დამთავრების ბოლო დღე, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს და კიდევ ფოლეკული როდესაც სკდება, რამდენი დღე ითვლება განაყოფიერებისთვის სასურველ პერიოდად?
პასუხი
- ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. დაორსულების ალბათობა ყველაზე დიდია ოვულაციის პერიოდში. ოვულაციის დადგენა ყველაზე ზუსტად ექოსკოპიური კვლევით ან საოვულაციო ტესტით არის შესაძლებელი. ოვულაცია საკვერცხიდან კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადმოსვლის პროცესია. ეს მომენტი დაახლოებით ორ მენსტრუაციას შორის შუა პერიოდს ემთხვევა. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ორსულობის განვითარება მოსალოდნელია არა მხოლოდ იმ დღეს, როცა ოვულაცია მოხდა, არამედ მაშინაც, თუ სქესობრივი ურთიერთობა გქონდათ ოვულაციამდე სამი დღით ადრე (რადგანაც სპერმატოზოიდები განაყოფიერების უნარს სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ), ან ოვულაციიდან მეორე-მესამე დღეს (რადგან საშვილოსნოში გადმოსული კვერცხუჯრედიც ასევე 2-3 დღეა განაყოფიერების უნარიანი). თუმცა ოვულაციის ზუსტი დღის განსაზღვრა ზეპირად შეუძლებელია - მხოლოდ მიახლოებით შეიძლება ვივარაუდოთ ეს თარიღი.