- ფსიქოლოგის რჩევა მჭირდება. მყავს შეყვარებული, უკვე საკამაო ხანია, რაც ერთად ვართ, ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს (პირადად მე შევეჩვიე) და ძალიან მიყვარს. თვითონ როცა ჩემთან არის, ძალიან თბილია, ალერსიანი, მზრუნველი. თავი ყველაზე ბედნიერი მგონია ხოლმე. მაგრამ შემდეგ 2-3 კვირით სადღაც იკარგება, რომ ვეუბნები, ასე რატომ იქცევი მეთქი, პრობლემები მქონდაო და ხან რას იგონებს, ხან რას. 2 წელია ერთად ვართ. ერთხელ სერიოზულად ვეჩხუბე ამ საკითხზე და მართლა ვაპირებდი დაშორებას, მაგრამ მთხოვა, ერთი შანსიც მომეციო. მეც მივეცი შანსი, იმიტომ რომ უზომოდ მიყვარს. ყველაფერი კარგად იყო, ამ ბოლო დროს კი ისევ აურია. ძალიან გთხოვთ, მითხარით, როგორ მოვიქცე? ვიცი მეტყვით დაივიწყეო, მეგობრებიც სულ ამას მიმეორებენ, მაგრამ ვერ შევძლებ, იმიტომ რომ ვგიჟდები მასზე. მირჩიეთ, რა ვქნა.
- თქვენი პრობლემა ჩაღრმავებას საჭიროებს. თქვენ ბრძანებთ, რომ 2 წელია გიყვართ ერთმანეთი, საინტერესოა, თუ იცნობთ მის ოჯახის წევრებს, თუ გაქვთ მათთან ურთიერთობა? ერთადერთი, რისი რჩევის მოცემაც შეგვიძლია არის ის, რომ აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ თქვენს შეყვარებულს და სთხოვოთ აგიხსნათ ყველაფერი.