ჩემი ცხოვრების ისტორია ძალიან დიდია, რომ ჩამოვწერ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

25-06-2010

- ჩემი ცხოვრების ისტორია ძალიან დიდია, რომ ჩამოვწერო ყველაფერი, გვერდი არ მეყოფა ალბათ. ამ ჟამად ვიმყოფები საქართველოდან შორს, სადაც ვმუშაობ მამაჩემის მესამე ცოლის შვილთან, დედამისს ვეზიზღები და სულ იმის ფიქრშია, რა დამიშავოს. თან ექსტრასენსია და მითხრა, ისეთ სიტყვას ვიტყვი, იქნები შავი ქვრივი და უშვილოო. სულ ამ სიტყვებზე ვფიქრობ, ვიცი, ბევრს გაუკეთა ასე. გათხოვილი არ ვარ, მიყვარს ადამიანი, მაგრამ ვიცი, ვერასოდეს ვიქნებით ერთად. არსად მაქვს წასასვლელი, მამაჩემმაც მიღალატა, ყოველდღე ვტირივარ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე, მეც ვხვდები, რომ უკვე ვგიჟდები. გვერდით ერთი ადამიანიც არ არის, გული გადავუშალო და სიტყვებით მაინც დამეხმაროს. წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი
- პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ცრურწმენებს ნუ დაუჯერებთ, ასეთი ყოვლისშემძლეები, რომ იყვნენ ექსტრასენსები, მაშინ ნებისმიერ საწადელს მიაღწევდნენ და ქვეყნის მმართველები გახდებოდნენ. გირჩევთ, შეეცადოთ და მამასთან კარგი ურთიერთობა ააწყოთ. ჩვენ არ ვიცით, რატომ გაქვთ დედინაცვალთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა, მაგრამ არ იქნება ურიგო, რომ შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგათ. როგორც კი მშობლის მიმართ ბრაზი გაგინელდებათ, მაშინვე დამშვიდდებით და მშვიდი ნერვებით აუცილებლად ააწყობთ თქვენს პირად ცხოვრებასაც. ძალიან კარგი იქნება, თუ შეძლებთ და მანდ მიმართავთ ფსიქოთერაპევტს, იგი ჩაუღრმავდება თქვენს პრობლემას და ერთად აუცილებლად ნახავთ საუკეთესო გამოსავალს. თუ მორწმუნე ბრძანდებით, მიმართეთ ეკლესიას, ეკლესია დაგეხმარებათ სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში.  

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად