უღრმესი მადლობა რომ ასე გულისყურით ეკიდებით ამდენ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

25-06-2010

- უღრმესი მადლობა რომ ასე გულისყურით ეკიდებით ამდენ კითხვას.. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. უდიდეს სიკეთეს აკეთებთ. ვარ 14 წლის გოგონა. თითებზე შიგნითა მხრიდან და ფრჩხილის ქვემოთ კანზე მიჩნდება უკვე 1 თვეა პატარა წყლულებისავით. არ ვიცი, რა ვქნა, რისი ბრალია? გული მისკდება. როცა ვუყურებ, არ ჩანს, მაგრამ მე მაღიზიანებს. არ ქრება, სულ მიჩნდება თან რამოდენიმე ერთად. ასევე გთხოვთ, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, ჯერ ციკლი არ მაქვს ჩამოყალიბებული, არეული მაქვს (ზუსტად ერთი წელი გავიდა პირველი მოსვლიდან) და საკმაოდ ბევრი თმა მაქვს კანზე. არც ისე შავი, მაგრამ გენეტიკაში არ მაქვს თმიანობა. დეკოლტეს მიდამოშიც ოდნავ მაქვს და ერთი კვირის წინ შევამჩნიე, რომ მკერდს შორის რაც მქონდა თმა, ის მცვივასავით, ტანსაცმელზე იყო. შეიძლება ამ ზაფხულს გამცვივდეს ზედმეტი უსიამოვნო თმა?

პასუხი
- თქვენ არ აღნიშნავთ, გაქვთ თუ არა სხვა ჩივილები, მაგრამ თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ადგილი უნდა ჰქონდეს დისჰიდროზულ ეგზემას, რომელიც საოფლე ჯირკვლების ჰიპერსეკრეციის შედეგია, (დისჰიდროზული ეგზემა 2 თვემდე მწვავეა, თუ მეტხანს გაგრძელდა, ქრონიკულ ფორმაში გადადის). უნდა დაგდინდეს საოფლე ჯირკვლების ჰიპერსეკრეციის მიზეზი (ფარისებრი ჯირკვლები, ვეგეტონევროზი, ფილტების პათოლოგია და ა.შ.). პირველ რიგში უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც დაადგენს დიაგნოზს და თუ საჭიროდ ჩათვლის, სხვა სპეციალისტებთანაც გაგიშვებთ კონსულტაციაზე. მკურნალობის მიზნით უნდა დაინიშნოს ანტიჰისტამინური, სედატიური საშუალებები და პოლივიტამინი (ეს პრეპარატები ექიმმა უნდა შეგირჩიოთ დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ). კანის მოსაშრობად კარგია მუხის ქერქის აბაზანები, ბუშტუკები უნდა დამუშავდეს თეთრი კასტელანით, მოშრობის შემდეგ ინიშნება სტეროიდული მალამო (მაგალითად, დერმოვეიტის, დერმაზოლონი ან ეტაციდის მალამო), აუცილებელია ჰიპოალერგიული დიეტა (იზღუდება ცხარე და მჟავე და ნებისმიერი გამღიზიანებელი პროდუქტი).

ახლა, რაც შეეხება მენსტრუაციას, ხშირად მენსტრუალური ციკლი ჩამოყალიბების პერიოდში ხასიათდება არარეგულარული მენსტრუაციით. ციკლის ჩამოყალიბების პერიოდად ითვლება 1-2 წელი, მაგრამ თუ შემდგომშიც გაგრძელდა ასეთი გადახრები, აუცილებლად უნდა მიუყვანოს მშობელმა მოზარდი გინეკოლოგს. წესით, მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბებასთან ერთად თმიანობაც შემცირდება.
კომენტარები
01 სექტემბერი 2016 23:18
გამარჯობათ ვარ 23წლის ხელის ფრჩხილები გამიჩნდა ტალღოვანი და შუაში ორმოებივით..რისი ბრალია ხომ ვერ მეტყვით ან რით შეიძლება რომ ვუშველო ??
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად