რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- წავიკითხე თქვენს საიტზე გამოქვეყნებული სტატია ბლაშინგ-სინდრომზე, დიდი ხანია ეჭვები მტანჯავდა, რომ სახეზე რაღაც მჭირს და არც ნერვები მაქვს ბოლომდე წესრიგში! 13-ის ვარ, მშობლებს ვეუბნები, ექიმთან წამიყვანეთ მეთქი, მათი პასუხია: "რაც უფრო ბევრს იფიქრებ, მით უფრო უარესი იქნებაო" ან "ასაკობრივია, გაივლის", ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ვაპირებ მსახიობი გამოვიდე და ეს ყველაფერი ხელს მიშლის! სკოლაში სიარულიც კი რაღაც საშინელებად მეჩვენება, სიარული არა, უბრალოდ, ხალხის რეაქცია "ნახე როგორ გაწითლდა" ეს ყველაფერი უფრო მაღიზიანებს. ანდაც ვიღაც ამბობს ხოლმე, ახლა გაწითლდება და მეც უნებლიედ ვწითლდები! ეს ისე მტანჯავს, რომ დეპრესიაშიც კი ჩავვარდი! დერმატოლოგთან რომ ვიყავი, სებორიული დერმატიტი გჭირსო და მისივე დანიშნულებით 5 თვე ჰიდროკორდიზონის მალამოს ვისვამდი სახეზე! ახლა კი, საკმარისია ქუჩაში ვინმე ნაცნობი შემხვდეს ან ვინმემ რამე მკითხოს და ეგრევე ვწითლდები. გთხოვთ მირჩიეთ, ვის მივმართო?
პასუხი
- თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე მართლაც ბლაშინგ-სინდრომთან ანუ ერითროფობიასთან უნდა გვქონდეს საქმე. გირჩევთ, მშობლებს წააკითხოთ ჩვენს საიტზე არსებული ინტერვიუ "რატომ წითლდება და ოფლიანობს ადამიანი". თქვენ უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს სედატიური საშუალებებისა და B3 და B5 ვიტამინების დანიშვნა.