რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- თქვენს საიტზე ვნახე სტატია ყურიდან გამონადენის შესახებ და იქ ეწერა, რომ: "სუნიანი ჩირქოვანი გამონადენი დამახასიათებელია ქრონიკული ეპიტიმპანიტისთვის. ეს არის ქრონიკული ოტიტის რთული ფორმა, რომელსაც თან სდევს სასმენი ძვლების კარიესული დაშლა" მე მაწუხებს იგივე დაახლოებით 5 წელია, გარკვეული მიზეზბის გამო ვერ მოვახერხე სრულყოფილი გამოკვლევისა და მკურნლაობის ჩატარება. არც ასაკი მიწყობდა ხელს, რომ ოპერაცია გამეკეთებინა. ბოლოს მივიღე ის შედეგი, რაც ზემოთ არის აღწერილი. მე კი მაინტერესებს, სასმენი ძვლების აღდგენა ქირურგიული ჩარევის გარეშე თუ არის შესაძლებელი და თუ მაინც ოპერაციაა საჭირო, რამდენად ეფექტურია ის?
პასუხი
- ალბათ თქვენ გაწუხებთ სუნიანი ჩირქოვანი გამონადენი. ინტერვიუში ალბათ ისიც წაიკითხეთ, რომ ზოგადად მკურნალობის ტაქტიკა კონკრეტულ დაავადებაზეა დამოკიდებული. ინტერვიუში არც ისაა მითითებული, რომ ოპერაციისას სამენი ძვლების აღდგენა ხდება. ოპერაციული მკურნალობის უპირველესი მიზანი ანთების ქრონიკული კერის ლიკვიდაციაა. თქვენს შემთხვევაში რამდენადაა მიზანშეწონილი ოპერაციული მკურნალობა, უნდა გადაწყვიტოს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმმა.