რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- თვალების ქვეშ მაქვს მუდმივი სიშავე. როგორ შეიძლება ვიმკურნალო სახლის პირობებში?
პასუხი
- უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა. ხშირად ასეთი ლაქების მიზეზია გადაღლა, უძილობა, ზოგიერთი დაავადება. უკანასკნელ შემთხვევაში სიშავე უჩნდება ადამიანს, რომელსაც ადრე ის არ ქონდა. ასეთი სიშავის წინააღმდეგ რეკომენდებულია ქვედა ქუთუთოების მსუბუქი მასაჟი თითებით, პირის დაბანის შემდეგ, მიმართულებით საფეთქლიდან ცხვირისაკენ, 2-3 წუთის განმავლობაში. მასაჟის შემდეგ ამავე მიმართულებით უნდა დაიტანოთ ქუთუთოზე სპეციალური კრემი. კარგ ეფექტს იძლევა ვარჯიშიც – დახუჭული თვალების გარეთა კიდეებს დაადეთ საჩვენებელი თითები და კანი დააფიქსირეთ ისე, რომ ნაოჭები არ გაჩნდეს. შემდეგ თვალები მაგრად დახუჭეთ და 6 წამის შემდეგ მოადუნეთ. ეს ყველაფერი გაიმეორეთ 10-ჯერ, დღის განმავლობაში 1-4-ჯერ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები თვალთან სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის ეფექტით და სათანადო დეკორატიული კოსმეტიკა. არ დაგავიწყდეთ მცენარეული საშუალებებიც – ოხრახუშის ნაყენის, დოლბანდში მოთავსებული გახეხილი კარტოფილის საფენები.