– აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, ამ შეკითხვით უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც ჩაატარებს მკურნალობას. როგორც წესი, ელექტროკოაგულაციისას (სწორედ ესაა ბრტყელი მეჭეჭების მკურნალობის ეფექტური მეთოდი) მხედველობაში მიიღება მანიპულაციის კოსმეტიკური ეფექტი.
ბრტყელი მეჭეჭები არის ვირუსული წარმოშობის ელემენტები. ვირუსი გადაეცემა ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის დროს, ასევე საერთო მოხმარების საგნებით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 4 – 5 თვე. პათოგენეზში გარკვეულ როლს ასრულებს ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ მათ განვითარებას ხელს უწყობს იმუნიტეტის დასუსტება. მკურნალობის მიზნით ექიმმა შეიზლება მოწვას ისინი (ქარჩაულის სითხით ან თხიერი აზოტით), ეს პროცედურა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისთვის და არ ტოვებს ნაწიბურს. მოწვის შემდეგ ეფექტის შესანარჩუნებლად კარგია ეპიგენი - სპრეი. აუცილებლად მიმართეთ ბავშვის პედიატს, რათა იმუნიტეტის გასაძლიერებლად დაგინიშნოთ მკურნალობა.