რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 23 წლის, საღამოობით საგრძნობლად მისივდება ფეხები, რა საშუალებით შეიძლება ვებრძოლო?
პასუხი
- ხშირად ქვედა კიდურების შეშუპებას ხანგრძლივი დგომა და უმოძრაობა იწვევს. იგი ასევე თავს იჩენს მძიმე ფიზიკური შრომის, სუფრის მარილის ჭარბად გამოყენების, ბრტყელტერფიანობის დროს. ხელშემწყობი ფაქტორებია მაღალქუსლიანი და არაკომფორტული ფეხსაცმელი, მჯდომარე პროფესიები, ხანგრძლივი მგზავრობა. ამ დროს შეშუპება ფაქტორის მოხსნისთანავე ქრება. • თუ დიდხანს ჯდომა მოგიხდათ, მტკივანი ფეხი ჰორიზონტალურად მოათავსეთ. • ეცადეთ, ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს არ დარჩეთ. საათში-საათნახევარში ერთხელ წამოდექით, გაიარ-გამოიარეთ, თითის წვერებზე აიწიეთ. წვივის კუნთები შეიკუმშება და ქვედა კიდურებიდან ვენური სისხლი ზევით წავა. • ატარეთ სპეციალური წინდები. • ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი. • თუ დიდხანს დგომა გიწევთ, გამოიყენეთ სპეციალური სამკურნალო წინდები, რომლებიც ხელს უშლის შეშუპებას. • ნაკლებად გამოიყენეთ სუფრის მარილი. • თუ შეშუპება გახანგრძლივდა და რეჟიმის შეცვლა არ გშველით, მიმართეთ ექიმს. გთავაზობთ რამდენიმე ვარჯიშს. ეს ვარჯიშები ხსნის ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, გვეხმარება სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებასა და ვენური შეგუბების მოხსნაში. ეს ვარჯიშები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დიდხანს ჯდომა და ფეხზე დგომა უწევს დღის განმავლობაში (მძღოლები, პროგრამისტები, მასწავლებლები, პარიკმახერები და ა.შ): დაჯექით სკამზე, ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ და 15-20-ჯერ გააკეთეთ ფეხის წვერებზე აწევ-დაწევის ვარჯიში. დაეყრდენით ორივე ხელით სკამებს ან კომოდებს, 15-20-ჯერ მონაცვლეობით აიწიეთ ფეხის წვერზე და შემდეგ დაეყრდენით ტერფებს. ორივე ხელით, მხრების დონეზე მიეყრდენით კედელს და 20-ჯერ ერთმანეთის მონაცვლეობით დადექით ფეხის წვერებზე და შემდეგ ტერფებზე. ჩასუნთქვისას ხელები ასწიეთ ზევით და დადექით ფეხის წვერებზე, შემდეგ ამოისუნთქეთ და დადექით ტერფებზე (20-ჯერ). დაჯექით ან დაწექით და ამოძრავეთ ტერფები სხვადასხვა მხარეს - ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ (15-20-ჯერ). ორივე ფეხის წვერზე დადექით ერთდროულად.