რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 26 წლის, 2 წლის წინ გავიკეთე გლანდების ოპერაცია, ოპერაციის შემდეგ დავიწყე დიეტა, 3 თვეში დავიკელი 10 კილო და მას შემდეგ დამერღვა მენსტრუაცია, 5 თვე საერთოდ არ მქონდა. ენდოკრინოლოგმა დამინიშნა დიანე და შემდეგ ჟანინი, ამ წამლების საშალებით მომდიოდა. გადავიღე საკვერცხეზე ექოსკოპია, მაქვს პოლიკისტოზები და ფარისებური ჯირკვალი მაქვს დაპატარავებული. მაინტერესებს, რამდენი ხანი დამჭირდება მკურნალობა, რომ ციკლი აღმიდგეს და გათხოვების შემდეგ რამდენად იმოქმედებს დაფეხმძიმებაზე?
პასუხი
- ფარისებრი ჯირკვლის ზომების შემცირება არაფერს ნიშნავს, თუ არ დააზუსტებთ მის ფუნქციას. ამისათვის უნდა განისაზღვროს სისხლში ფირისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობა. თუ TSH ნორმალურია, ესე იგი ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციონირებს. პოლიკისტოზის მკურნალობის მიზნით უნდა მიმართოთ გინეკოლოგს. იმედია, მკურნალობა შედეგიანი იქნება და თქვენ გათხოვების შემთხვევაში არ გექნებათ ორსულობის მხრივ პრობლემები.