ძალიან ბევრი წავიკითხე თქვენთან ლიმფედემის შესახე... | ანგიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ანგიოლოგია

კატეგორია - ანგიოლოგია

24-06-2010

- ძალიან ბევრი წავიკითხე თქვენთან ლიმფედემის შესახებ. მე თვითონ ძალიან მაწუხებს ეს დაავადება. გავესინჯე ანგიოლოგს, რომელმაც მითხრა, რომ ვენების პრობლემა არ მაქვს და მისი ავადმყოფი არ ვარ. დამინიშნა დეტრალექსი, რომლის 2-თვიანი კურსი 1 თვის წინ დავამთავრე. მაწუხებს ფეხების შეშუპება კოჭის არეში, განსაკუთრებით მარჯვენა ფეხი. ძალიან მტკივა საღამოებით. ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ ფეხის კანი მწიფე პომიდორის კანივით გადამეხლიჩება. მაქვს ჭარბი წონა და ყველაფრის მიზეზად ეს მიმაჩნია. დიეტოლოგთან სიარულმა, სწორმა კვებამ და მერიდიის 2-თვიანმა კურსმა არაფერი მიშველეს. პერიოდულად ვიკეთებ პნევმოკომპრესიას, მაგრამ მაინცდამაინც კარგი შედეგი არ მაქვს. შეშუპება პროცედურის შემდეგ სულ ოდნავ ცხრება. იქვე მირჩევენ მასაჟერბის დახმარებას. მაინტერესებს: არის თუ არა საქართველოში ექიმი-ლიმფოლოგი და ვის მივმართი კონკრეტულად? და მეორე - რა შეიძლება მოვიმოქმედო? ლიმფოდრენაჟის პროცედურები მიშველის საბოლოოდ თუ არა, თუ ერთეული პროცედურა არ აძლევს შედეგს? დავიმატო თუ არა მასაჟებიც? რამდენ ხანში გავიმეორო დეტრალექსის კურსი? გავიგე, რომ კარგი ყოფილა ტრენტალისა და მიდოკალმის დამატებაც და ამაზე რას მირჩევთ?

პასუხი
- ლიმფოლოგია არ არის ცალკე დარგი, ლიმფური სისტემის დაავადებები ანგიოლოგიის სფეროა. როგორც წესი, ლიმფედემის დიაგნოზს სვამენ ანგიოლოგები. თქვენს შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, ასეთი დიაგნოზი არ არის დაზუსტებული. თქვენს მიერ ჩამოთვლილი მკურნალობის მეთოდთა შედეგები ინდივიდუალურია, ის განსხვავებულია სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში. მიდოკალმი არ არის უშუალოდ ვენურ ან ლიმფურ სისტემაზე მოქმედი საშუალება, ტრენტალი კი მართლაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად დასახელებული ღონისძიებების შედეგები დროებითია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად