2 ივნისს გამოგიგზავნეთ შეკითხვა, მაინტერესებს, რა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

22-06-2010

- 2 ივნისს გამოგიგზავნეთ შეკითხვა, მაინტერესებს, რატომ არ აქვეყნებთ. იქნებ იმეილზე მაინც მიპასუხოთ! გიგზავნით ტექსტს თავიდან ყოველი შემთხვევისთვის. მოგესამლებით! ციკლის დარღვევის გამო მივმართე გინეკოლოგს, რომელმაც ძუძუში სითხე აღმომიჩინა (თავისით არ მოდიოდა), მითხრა, რომ პროლაქტინის აწევის ბრალია და დამინიშნა ბრომოკრიპტინი, რამაც საშინელი უკურეაქციები მომცა და თვითნებურად გავანებე თავი. რამოდენიმე თვის შემდეგ მარცხენა ძუძუზე დამეწყო ქავილი, ხელით ვნახე და ცოტა სითხე (გაუმჭირვალო, თხელი) გამომოვიდა. მივედი მამოლოგთან და ავიღე ანალიზები. ექომ აჩვენა: სარძევე ჯირკვლის ექოსტრუქტურა: წარმოდგენილია ძირითადი ჯირკვლოვანი კომპონენტებით, ცხიმოვანი მცირედაა წარმოდგენილი, ბადისებრი შენებისა, რაც დამახასიათებელია ასაკობრივი ნორმისათვის; კუპერის ჭიმები - სუსტადაა გამოხატული; სარძევე სადინრები – დილატირებული – 2 მმ-დე უპირატესად არეოლის არეებში. ისახება ცისტურად შეცვლილი სადინრები 5 მმ-დე; მარჯვენა და მარცხენა ძუძუ- 2 მმ სისქის კანი, ექოგრაფიული წარმონაქმნი არ არის; მარჯვენა და მარცხენა იღლიის ფოსო - ლ/კ 10 მმ, შეუცვლელი ექოსტრუქტურით; მარჯვენა და მარცხენა ლავიწზედა და ლავიწქვედა არე -ლ/კ არ აისახება. მაინტერესებს, განმიმარტოთ რას ნიშნავს თითოეული და რამდენად საშიშია? ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგშია და მამოლაპტინი დამინიშნა 46 დღე 600 კაფსულა. თქვენს პასუხს დაველოდები და შემდეგ დავიწყებ მკურნალობას.

პასუხი
- თითოეული ამ ტერმინის განმარტება ძალიან შორს წაგვიყვანს, მათი გაგებისათვის აუცილებელია სამედიცინო განათლება. ჩვენ ვიზიარებთ თქვენი მამოლოგის აზრს და გირჩევთ მკურნალობა დაიწყოთ.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად