ამნეზიის რა სახეობები არსებობს და რამდენად არის შ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

22-06-2010

- ამნეზიის რა სახეობები არსებობს და რამდენად არის შესაძლებელი ამნეზიიანმა ადამიანმა, რომელსაც თავის საქმრო აღარ ახსოვს, ისევ გაიხსენოს წარსული, თუნდაც მისი საქმრო? ამ მომენტიდან უკვე 7 თვე გავიდა ანუ იმ დღიდან როცა დავავიწყდი, არაფერი ახსოვს არც ჩემზე, არც ჩემს ოჯახზე. მაგრამ ახსოვს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი წარსულიდან, ბავშვობიდანაც კი. ამნეზია გამოიწვია სპეციალურმა პრეპარატმა, რომელიც ძლიერ, მაგრამ დროებით ამნეზიას იწვევს, ვერ ვიხსენებ მის სახელწოდებას, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ხანმოკლე ეფექტი აქვს, ეს პრეპარატი მისმა მკურნალმა ონკოლოგმა დაუნიშნა, და კიდევ ერთი დეტალი: ამნეზიის დღეს მე სხვა ქვეყანაში ვიყავი და როცა დაველაპარაკე ტელეფონით, მითხრა - არ ვიცი საიდან, მაგრამ მიყვარხარო ძალიან, ანუ მიხსენებდა ნელ-ნელა, თან იძინებდა ამ დროს. მეორე დღეს რომ ადგა, უთხრეს - გოგა ჩამოდის და დახვდიო აეროპორტში, - გოგა ვინააო? მაინც მოვიდა, დამხვდა, მაგრამ იმ დღიდან გაცივდა ჩემს მიმართ, უხეშად, მოურიდებლად მექცეოდა, მამცირებდა. ხმას არ მცემდა, გამარჯობასაც კი რომ ვეტყოდი. საერთოდ დავავიწყდი. 2 თვე გადავიკარგე და მერე შევეხმიანე ტელეფონით, მიპასუხა მესიჯზე, ახლა ასე ვურთიერთობთ, შორიდან, მხოლოდ სმს-ებით და პირდაპირ ლაპარაკს გაურბის ვატყობ, თუმცა სმსს პასუხობს. იმის თქმა მინდა, რომ სიტუაცია გამოსწორდა ოდნავ, მაგრამ არ ვახსოვარ ისევ. თხოვნა მაქვს, ვიცი სპეციალისტს მირჩევთ და მასთან ვიზიტს, მაგრამ ამ ქვეყანაში ასეთ ექიმთან მხოლოდ ვიზიტი რამოდენიმე ათასი ღირს. როგორც პროფესიონალებმა, ადამიანურად და მეგობრულად მირჩიეთ, მასთან ასეთ დროს როგორ მოვიქცე, რა ხდება მის თავს და მის ტვინში, რატომ მაინცდამაინც მე არ ვახსოვარ? ხომ არსებობს რაღაც თეორიები და პრაქტიკა ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით? რამდენად რეალურია, რომ ნელ-ნელა გამიხსენოს და გამოიცვალოს, ანუ გახდეს ისევ ისეთი, როგორიც სინამდვილეშია? მას დიდი სტრესი აქვს გადატანილი ცხოვრებაში. ველი თქვენს რჩევას და ინფორმაციას ამნეზიის ასეთი შემთხვევის დროს. პრეპარატი პროპოფოლი იყო, როგორც მახსოვს და ეს პირველად არ გაუკეთებიათ, ეს უკვე 5-ჯერ გაუკეთეს ვენაში. ყოველთვის მიხსენებდა 3-4 დღის მერე, მაგრამ ახლა ეს უსასრულობად იქცა.

პასუხი
- ძალიან გვინდა ჩვენი რჩევით დაგეხმაროთ. ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ, რა ასაკისაა თქვენი შეყვარებული და რომელი დაავადების გამო უტარდებოდა მას მკურნალობა ონკოლოგის მიერ. ალბათ არ იქნება ურიგო, თუ თქვენი შეყვარებულის მდგომარეობის შესახებ შეკითხვით მის ახლობლებს მიმართავთ. იმედია, ისინი კარგად გიცნობენ და თანაგიგრძნობენ.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად