რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მე ვარ 25 წლის. პერიოდულად, ცხელი ამინდების დროს ან გადაღლისას კოჭებთან მიშუბდება ფეხები, ეს არ არის სიმსუქნის ბრალი, პირიქით, ძალიან გამხდარი ვარ. დავაკვირდი, რომ სითხეების მიღების შედეგად ცხრება, მაგრამ ყოველდღიურად არ ვღებულობ იმ რაოდენობის სითხეს, რაც საჭიროა. ამასთანავე კაპილარები მეტყობა საგრძნობლად კოჭების გარშემო და მუხლის უკან - მოსახრელში. მითხრეს, რომ ეს არის ქვედა კიდურების პათოლოგია და სათანადო მკურნალობა სჭირდება და ამავე დროს, შეიძლება გაკეთდეს პლასტიკური ოპერაციაც მათ მოსაშორებლად. მინდა მირჩიოთ ერთი მარტივი რამ, ყოველდღიურად როდესაც დავდივარ სამსახურში და ვარ მუდმივად დამჯდარი, როგორი ფეხსაცმელი ჯობია ჩავიცვა? რა სიმაღლის ქუსლის და ეგრეთ წოდებული პლატფორმა, რომელიც წინაც მაღალია, არის თუ არა კარგი? და კიდევ, ყოველდღიურად რამდენი კილომეტრის გავლაა სავალდებულო ვარჯიშის მიზნით და სიარულსა და სირბილს აქვს თუ არა ერთნაირი შედეგი?
პასუხი
- ჯობს ჩაიცვათ ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს 3-4 სანტიმეტრი სიმაღლის განიერი და არა წვეტიანი ქუსლი. შეგიძლიათ ჩაიცვათ პლატფორმებიც, ოღონდ არა ძალიან მაღალი. მჯდომარე ხასიათის სამუშაოს შემთხვევაშიც აუცილებელია გარკვეული ვარჯიში. წამოდექით ყოველ საათში ერთხელ მაინც, გაიარეთ, კარგია ადგილზე სიარული მაღალი ნაბიჯებით, თითის წვერებზე აწევა და დაშვება, ტერფის განზიდვა-მოზიდვა. ზოგადად, ჯანმრთელი ადამიანისათვის რეკომენდებულია სულ ცოტა 30 წუთის განმავლობაში სიარული ჩქარი ნაბიჯებით. სიარულისა და სირბილის ეფექტი ანალოგიურია.