რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 25 წლის, მაქვს ძალიან სუსტი კბილები, თითქმის ყველა დაპლომბილი მაქვს, 4 კბლი - საერთოდ ამოღებული. ასევე მაწუხებს სახსრების ტკივილი, ხან წელი ამტკივდება ოდნავ სიცივესა თუ სიმძიმეზე, ხან კისერი, ხან მუხლი... რა შეიძლება, რომ გავაკეთო ამ პრობლემებთან დაკავშირებით? კალციუმი რომ მივიღო კარგი იქნება?
პასუხი
- კალციუმი უნდა მიიღოთ იმ რაოდენობით, რაც რეკომენდებულია ფიზიოლოგიურად. დადგენილია, რომ ადამიანის მოთხოვნილება კალციუმზე არის 1000-1200 მგ დღეში. ეს რაოდენობა გულისხმობს საკვებთან ერთად მიღებულ კალციუმს. უფრო მეტი კალციუმის შეწოვა ორგანიზმში არ ხდება. თუ საკვებით კალციუმს უფრო ნაკლებად იღებთ, შეგიძლიათ ის მიიღოთ დამატებით პრეპარატის სახის. დოზა დამოკიდებულია თქვენს მიერ საკვებით მიღებული კალციუმის რაოდენობაზე. კალციუმით მდიდარია რძე და რძის პროდუქტები. თუ ამ საკვებს იღებთ იმ რაოდენობით, რომ დღე-ღამურ მოთხოვნილებას უზრუნველყოფთ, დამატებით კალციუმი საჭირო არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში კალციუმი იმ რაოდენობით უნდა მიიღოთ, რომ დღე-ღამური მოთხოვნილება დააკმაყოფილოთ. გათვლა რომ გაგიადვილოთ, მოგვყავს კალციუმის შემცველობა საკვებ პროდუქტებში (მგრ - 100გრ პროდუქტში) რძე 3% - 100; რძე 1% - 120; ხაჭო - 95; ყველი - 300 - 600; არაჟანი - 100; იოგურტი - 120; მწვანე სალათი - 83; კომბოსტო - 60; ნიახური - 240; ხახვი - 60; ლობიო - 40; ზეთისხილი - 77; ჭვავის პური - 60; ხორბლის პური - 30; ფორთოხალი - 35; ვაშლის ჩირი - 45; ლეღვი - 57; გარგარის ჩირი - 170; ქიშმიში - 56; ნუში - 254; არაქისი - 70; გოგრის თესლი - 60; მზესუმზირა - 100; მოხარშული თევზი - 20-30; ძროხის ხორცი - 10-30. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კალციუმის დეფიციტი არ არის კარიესის ერთადერთი მიზეზი, მის აღმოცენებაზე მოქმედებს მრავალი სხვა ფაქტორი. ანალოგიურად, თქვენს მიერ აღწერილი ტკივილი ხშირად ხერხემლის პრობლემებითაა გამოწვეული და არ კალციუმის ნაკლებობით.