გუშინ შეკითხვა დავსვი ცისტიტთან დაკავშირებით, კერ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

22-06-2010

- გუშინ შეკითხვა დავსვი ცისტიტთან დაკავშირებით, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე ერთ წელზე მეტია სქესობრივი აქტის შემდეგ 2 დღეში მეწყება საშინელი წვა, ვმკურნალობ ექიმებთან - უროლოგთანაც და გინეკოლოგთანაც ერთდროულად, ძირითადად ანტიბიოტიკებით, რის შემდეგაც ყველაფერი ნორმაში დგება, მაგრამ როგორც კი ურთიერთობა მექნება, იგივე მეორდება. მაინტერესებს, არის თუ არა ეს ცისტიტი, ან რა არის საერთოდ, თუ შველის რაიმე? ექიმებთან სიარული და წამლები არ მაკლია, მაგრამ მათი განათლება და კვალიფიკაცია ცისტიტის მცნებას ვერ გასცდა. ეშველება თუ არა რამე, არც ის იციან. ამ საიტზე ცოტა აზრიან პასუხებს ვკითხულობ ხოლმე და იქნებ მირჩიოთ რაიმე, რა არის ეს დაავადება, თუ იკურნება ან იქნებ სულაც ვინმე კვალიფიციური ექიმი მირჩიოთ, თორემ ჩვეულებრივი ექიმის რეცეპტი მე წინასწარ ვიცი უკვე და მისვლასაც აზრი არა აქვს. წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
- აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ურეთრის (შარდსადენი მილის) ანომალია. უნდა მიმართოთ უროლოგს (ჯობს უროლოგიის ინსტიტუტში რომელიმე წამყვან სპეციალისტს). თუ საჭირო გახდება, ის გირჩევთ მაღალი კვალიფიკაციის გინეკოლოგსაც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად