რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 17 წლის, მინდა სისხლის ჩაბარება უანგაროდ. 18 წლამდე არ შეიძლება ხომ, მემგონი და მაინტერესებს, სად მივიდე ან რომ მივალ, ნემსის შიში მაქვს საშინლად და არ შეიძლება დამამშვიდებელი ან ტკივილგამაყუჩებელი რომ დავლიო, სანამ სისხლს ჩავაბარებ? მადლობა წინასწარ და კიდევ, რატომ არ შეიძლება 18 წლამდე სისხლის ჩაბარება? არ მესმის, მე მგონია, რომ 17 წლის ბავშვსაც აქვს აზროვნების უფლება და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ჩააბარებს თუ არა და რამდენ ხანში ერთხლ შეიძლება სისხლის ჩაბარება და ხომ არ მოქმედებს ჯანმრთელობაზე უარყოფითად?
პასუხი
- აღნიშნული საკითხი რეგულირდება ”საქართველოს კანონით სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ”, რომლის თანახმადაც დონორობა ნებადართულია 18 წლის ასაკიდან. აქ მნიშვნელოვანი მომენტი არა აზროვნების უნარია, არამედ ის, რომ ორგანიზმი ზრდასრული უნდა იყოს. ამავე კანონის მიხედვით სისხლის ჩაბარების სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს ერთ ჩაბარებას 60 დღის განმავლობაში. დონორობა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად არ მოქმედებს. გირჩევთ კიდევ ერთი წელი დაიცადოთ, ამ პერიოდში გაიზრდებით და უფრო უშიშარიც გახდებით.