რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 25 წლის მამაკაცი, ქვემო ყბის ქვემო მიდამოში, წვერის პარსვისას მაქვს საშინელი, წითელი ფერის გამონაყარი, ზოგჯერ ჩირქოვანი შიგთავსით! თუ 3 დღეში ერთხელ მაინც არ გავიპარსე წვერი მეწყება აუტანელი ქავილი. ეს პრობლემა ახალი არ არის და დაახლოებით 3 წელია რაც რეალურად არსებობს! ექიმთან ვიყავი და ნაცხის აღების შემდეგ დაასკვნეს სოკოვანი და ბაქტერიული ფლორის ბრალიაო! დამინიშნეს ტერბინაფინი და დოქსიციკლინი რომლის სრული კურსის გავლის შემდეგ (1 თვის განმავლობაში) ზუსტად ისეთივე სიმპტომატიკა კვლავ მრჩება ოდნავადაც არ შეცვლილა, მკურნალობის დროს კი უმნიშვნელო გაუმჯობესებას ვამჩნევდი! იქნებ რამე მირჩიოთ , კოსმეტიკური დეფექტის გარდა ცოტა არიყოს ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც მიჩენს აღნიშნული!!!
პასუხი
- სავარაუდოდ გაქვთ ვულგარული სიკოზი . ეს არის პიოდერმია (იწვევს სატაფილოკოკი), რომლის ტიპიური ლოკალიზაციაა წვერისა და ულვაშის არე. დაგჭირდებათ იმუნიტეტის გაძლიერება, ამისათვის მიიღეთ იმუნალი (20 წვეთი წყალში გახსნილი - 3 ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში), ასევე A და E ვიტამინები, ანტიოქსიკაფსი ცინკით ( დღეში ერთხელ 1 კაფსულა 1 თვის განმავლობაში). გარეგანად, გაიწმინდეთ კანი ქაფურის სპირტით, ან ლევომიცეტინის სპირტით ყოველდღე დღეში ერთხელ, შემდგ გამონაყარი დაიტუშეთ თეთრი კასტელანით, შემდეგ გამოიყენეთ გენტამიცნის ან 10%-ანი სინტომიცინის მალამო 2-ჯერ 10 დღე. გარდა ამისა, უნდა გამორიცხოს ალკოჰოლი, შეიმოწმოთ სისხლი შაქრის შემცველობაზე და თუ მოხერხდება, დათესეთ ჩირქი ფლორასა და მგძნობელობაზე. ზემოთ აღნიშნულ მკურნალობას რომ მორჩებით, ეფექტის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ მალამო დერმაკომბინი (10 დღე 2-ჯერ) ან პიოლიზინი (10 დღე 2-ჯერ). გარდა ამისა, გირჩევთ, წვერის გაპარსვის შემდეგ წაისვით კურიოზინის გელი ან ლევომიცეტინის სპირტი.