რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- პირველი სექსუალური აქტის დროს ერექცია მაქვს ძალიან სწრაფად, და მაინტერესებს ეს რისი ბრალია? საჭიროა თუ არა უროლოგთან ვიზიტი, ადრე მქონდა ვენერიული დაავადებაც, მაგრამ სრულყოფილად ვიმკურნალე. წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი
- თქვენ ალბათ ნაადრევ ეაკულაციასზე საუბრობთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია უროლოგთან ვიზიტი. ნაადრევი ეაკულაცია ძალზედ მძიმე დაავადებაა, როგორც მამაკაცისათვის, ასევე მისი პარტნიორისათვის. ამ დაავადების დროს ხშირად სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 – 1,5 წუთს. რა თქმა უნდა, ამ მცირე პერიოდის განმავლობაში შეუძლებელია მიაღწიო პარტნიორის დაკმაყოფილებას. ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის გამო იკარგება მრავალი თვე და წელი, და ეს ყველაფერი აიხსნება ინფექციებით, პროსტატიტით და ა.შ. შესაბამისად, შედეგი თითქმის არ არის. სინამდვილეში ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი მდგომარეობს სპეციფიკური ნივთიერებების ნაკლოვანებაში ცენტრალურ ნერვულ სისტემაში – თავის ტვინში (საქმე ეხება დოპამინის რეცეპტორებს). შესაბამისად, მკურნალობა გულისხმობს სპეციალური პრეპარატების დანიშვნას, რომლებიც ახდენენ გავლენას აღნიშნულ რეცეპტორებზე. გარდა ამისა, ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი (როგორც მოვლენის და არა როგორც დაავადებისა) შეიძლება იყოს მოკლე ლაგამი და ასოს თავის მომატებული მგრძნობელობა. ამისათვის მოწოდებულია სპეციალური მალამოები, რომელთა წასმის შემდეგ ასოს თავის შეგრძნება დროებით მნიშვნელოვნად კლებულობს. ამის ხარჯზე ხდება სქესობრივი აქტის გახანგრძლივება. სპეციალური მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ერექციის გახანგრძლივება 3 – 13-ჯერ. მკურნალობის ეფექტი ჩნდება 1 – 2 კვირის თავზე, ხოლო შედეგის შენარჩუნება შესაძლებელია რამოდენიმე წლის განმავლობაში.