- ვარ 25 წლის და შეყვარებული არასდროს მყოლია, ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

22-06-2010

- ვარ 25 წლის და შეყვარებული არასდროს მყოლია, ყოველთვის ვფიქრობდი რომ ჯერ გათხოვების დრო არ იყო და არ მქონდა უფლება გათხოვებამდე ვინმესთან უბრალოდ ლამაზი და სასიამოვნო ურთიერთობა მქონოდა! ყოველთვის მარტოსული ვიყავი, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლიდი, ახლა კი ძალიან მძაფრად ვგრძნობ და განვიცდი ამ სულიერ მარტოობას, ან იქნებ ფიზიკურსაც?! თაყვანისმცემლები საკმაოდ მყავს, მაგრამ ვთვლი რომ ისინი არ არიან ჩემი და ჩემი ოჯახის შესაფერისები, უფრო სწორად, მგონია რომ ისინი ჩემს მშობლებს და ახლობლებს არ მოეწონებათ და წინასწარ ვამბობ მათთან ურთიერთობაზე უარს და ამით ვიცი, რომ ჩემს ფსიქიკას ზიანს ვაყენებ, არადა ძალიან დამღალა მარტოობამ! თან ჩემი დიდი პრობლემა ისიცაა რომ საკმაოდ მძიმე და რთული ხასიათი მაქვს, მიჭირს ყველა ადამიანთან ახლო კონტაქტში შესვლა, არადა საუკეთესო თანამოსაუბრე და მეგობარი ვარ, ყველას სიამოვნებს ჩემთან ურთიერთობა, მე კი თითქმის არავინ მჭირდება, ყველა პრობლემას ჩემით ვუმკლავდები, მაგრამ ვგრძნობ რომ თანდათან ამის ძალა აღარ შემწევს! მირჩიეთ რაიმე, რა უნდა შევცვალო ჩემს ცხოვრებაში რომ სიხალისე და ბედნიერება შევმატო და თავიც უკეთ ვიგრძნო?

პასუხი
- პირველ რიგში უნდა დაამარცხოთ ის გრძნობა, რომ თქვენ არავინ გჭირდებათ და ყველაფერს თავადვე გაუმკლავდებით, ასეთი ადამიანი არ არსებობს. ადამიანს ჭირდება მეგობარი, გულშემატკივარი, გულის მესაიდუმლე. იცით რატომ არის საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით დეპრესიის ნაკლები შემთხვევები? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მეგობრობის, მეზობლობის, ნათესაობის ინსტიტუტი, იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გულის სატკივარი მოვუყვეთ ახლობელს, ისიც ჭკუას დაგვარიგებს, დაგვამშვიდებს და ასევე ვიოხებთ ხოლმე გულს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ფსიქოთერაპია. მარტოსული ადამიანი იმიტომაა ცოდო, რომ მარტოს უწევს ცხოვრებისეულ დაბრკოლებებთან შეჭიდება. ასე, რომ გაიჩინეთ მეგობრები.
რაც შეეხება შეყვარებულს, გირჩევთ კარგად მიმოიხედეთ, ნუ იქნებით ასე კრიტიკული თაყვანისმცემლების მიმართ, აუცილებლად იარსებებს თქვენი ღირსი პიროვნება, უბრალოდ თქვენ ამის დანახვა არ გინდათ. შეეცადეთ დაინახოთ ადამიანებში კარგი, იყოთ უფრო ნაკლებად კრიტიკული სხვების მიმართ და ზომიერად თვითკრიტიკული. პიროვნების შეფასებისას კი მთავარი თქვენი პირადი დამოკიდებულება უნდა იყოს მის მიმართ და არა თქვენი ახლობლების შეხედულებები – ახლობლები ხომ არ იცნობენ მის პიროვნულ ღირსებებს, თითოეულ ადამიანს კი შეიძლება ჰქონდეს ისეთი ღირსება, რის გამოც ღირდეს ბევრ მატერიალურ ფასეულობაზე თქვა უარი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად