- მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ! უფალი გადაგიხდ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

22-06-2010

- მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ! უფალი გადაგიხდით! იქნებ დამეხმაროთ, მყავს საქმრო, რომელიც მიყვარს სიცოცხლეზე მეტად, ახლახანს მითხრა, რომ ჩვენი დაქორწინება კიდევ ერთი წლით გადაიდო საკმაოდ საპატიო და გასაგები მიზეზების გამო, მეოთხე წელი დაიწყება მალე, რაც ერთად ვართ და სულ იმას ჩამჩიჩინებენ გარშემომყოფები, მალე გაყევი, ერთმანეთი არ მოგბეზრდეთო, რაც ძალიან მოქმედებს ხოლმე ჩემზე და ძალიან მაღიზიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის წინაპირობა არ არსებობს! რაც გამანდო, რომ 2011 წლამდე არაფერი მოხდება, მქონდა სისუსტის მომენტი და უცბად და ძალიან ადვილად (რადგან მანამდე ოჯახური პრობლემების გამო დიდი სტრესი გადავიტანე) ჩავვარდი დეპრესიაში და გამიჩნდა იმის შიში, მართლა ისე არ მოხდეს, რასაც სხვები მეუბნებიან, ეს შიში მუდამ ჩემი თანმდევია, მას შემდეგ ჩემი თავი კონტროლზე მყავს აყვანილი, აბა ხომ არ შეიმჩნევა მასეთი რამ, აღარ შემიძლია უკვე, სულ იმის პანიკური შიში მაქვს, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, რომელიც ღმერთმა მომივლინა, არ დამაკარგინოს დრომ, მერე მიჩნდება დანაშაულის მწარე გრძნობა, ასე რამ მაფიქრებინა, მერე ამ ყველაფერს უარესი ფიქრები მოსდევს და მომავალი სრულიად უპერსპექტივო და უაზრო ხდება ! მხოლოდ მაშინ ვარ კარგად, როდესაც მასთან ვარ, მაგრამ მომენტალურად მაინც წამომივლის ხოლმე მტანჯველი აზრები! ახლა ვფიქრობ, მასეთი რამ უბრალოდ რომ არ გამეფიქრებინა, რა ბედნიერი ვიქნებოდი, საკუთარი აზრების მონა ვარ, ვერ ვუმკლავდები ჩემს თავს! ვიარე ფსიქოლოგთან, მაგრამ შედეგი ძალიან ცოტა ხანს გამომყვა! იქნებ თქვენ მითხრათ ისეთი სიტყვები, რაც გამომიყვანს ამ მდგომარეობიდან! დაახლოებით თვენახევარია, რაც ასე ვარ...გაცილებით უკეთესად ვარ, ვიდრე პირველ დღეებში, მაგრამ იმის აღიარებაც კი მიჭირს, რომ ეს პროგრესია, ჩემდაუნებურად გავიფიქრებ ხოლმე, რომ უბრალოდ შევეჩვიე ამ მდგომარეობას და ეს კიდევ უფრო მამძიმებს! რამე მიშველეთ, ძალიან გთხოვთ! მალე გული გამისკდება, ძალიან შეყვარებული ვარ, მაგრამ ეს დეპრესია არ მაძლევს საშუალებას, სიყვარულით დავტკბე! (აგრესიული ვარ ყველას მიმართ, გარდა საქმროსი, მხოლოდ მის მიმართ მაქვს თბილი დამოკიდებულება, მეგობრებს და ოჯახის წევრებს დიდ ზიანს ვაყენებ და უკვე იმის ფობია გამიჩნდა, საქმროს მიმართაც იგივე რომ მომივიდეს, მერე რაღად მინდა სიცოცხლე). საკუთარ თავს ვერ ვენდობი ვერაფერში! ღმერთმა დაგლოცოთ! თქვენი იმედი მაქვს!

პასუხი
- თქვენ უბედნიერესი ადამიანი ბრძანდებით, რადგან გიყვართ და უყვარხართ. სანერვიულო რა გაქვთ - 2011 წელი ხომ კარზე გვაქვს მომდგარი? დაელაპარაკეთ თქვენს შეყვარებულს, დააზუსტეთ თქვენი ქორწინების თარიღი (თვე მაინც) და ოფიციალურად განაცხადეთ ამის შესახებ. აუხსენით შეყვარებულს, რომ თქვენ რასაკვირველია ენდობით, მაგრამ ოჯახის წევრებს ანერვიულებს თქვენი ასეთი ურთიერთობა. თქვენ ხომ ყველაფერში უგებთ თქვენს შეყვარებულს, ისიც უნდა შევიდეს თქვენს მდგომარეობაში.
რაც შეეხება თქვენს ემოციურ მდგომარეობას, როგორც ჩანს თქვენც დაგღალათ ხანგრძლივმა მოლოდინმა, მაგრამ აუცილებლად უნდა გააცნობიეროთ, რომ ამაში დამნაშავე მხოლოდ გარემოებებია და არა თქვენი ოჯახის წევრები, მათი ღელვა თქვენი ურთიერთობების შესახებ კი მხოლოდ თქვენი ბედნიერების სურვილს უკავშირდება. მათ თქვენ უყვარხართ და, მერწმუნეთ, არანაკლებ, ვიდრე შეყვარებულს. ეცადეთ თავს მოერიოთ და მეტი სითბო გამოიჩინოთ ადამიანებისადმი – შეყვარებული ადამიანი ხომ სიყვარულს უნდა ასხივებდეს?
გისურვებთ ბედნიერებას.!
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად