მოგესალმებით. ფეხის ცერა თითი მაქვს გადახრილი.არ ვ... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

20-09-2017

-მოგესალმებით. ფეხის ცერა თითი მაქვს გადახრილი.არ ვიცი ზუსტად რა ქვია პოდაგრა თუ ბუნიონი. სიარულის დროს ძალიან მტკივა და ვგრძნობ ცუდად დავდივარ.ვისმევდი იოდს , მაგრამ უშედეგოდ. კანი დამწვა ამექერცლა და დავანებე თავი.მკურნალობას ექვემდებარება თუ მხოლოდ ოპერაცია შველის? 25 წლის ვარ და ამ წელს დამეწყო ტკივილი..

პასუხი
-ცერა თითის სახსრის ამგვარ დეფორმაციას ვალგუსური დეფორმაცია ჰქვია, რაც ნიშნავს ცერა თითის არანორმალურ გადახრას ტერფის მიმართ. ვალგუსური დეფორმაციის ძირითადი მიზეზებია ვიწრო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მემკვიდრეობა (უპირატესად -ქალებთან), რევმატოიდული ართრიტი და სახსრების სხვა ანთებითი დაავადებები.
I თითის ვალგუსური დეფორმაციის დროს მკურნალობის ტაქტიკა დეფორმაციის ხარისხზეა დამოკიდებული, თვით დეფორმაციის ხარისხს კი განსაზღვრავს ტერფის პირველი  თითის გადახრის კუთხე. მისი გათვალისწინებით ოპერაციული ჩარევის მასშტაბიც განსხვავებულია. არსებობს ოპერაციული ჩარევის მრავალი მეთოდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯობს საქმე აქამდე არ მივიდეს, ამისთვის კი საჭიროა, ვალგუსური დეფორმაციის დროს დროულად მივმართოთ სპეციალისტს მკურნალობის ტაქტიკის შესამუშავებლად. საჭიროა ტერფის მასაჟი, თითებს შორის სპეციალური სილიკონის სადებების ჩადება (მათ ხშირად უწევენ რეკლამას ტელევიზიით), ღაბაშების (სუპინატორების) ტარება. ზოგჯერ ეფექტურია ფიზიოპროცედურები. ამ ღონისძიებათა უეფექტობის შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად