რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503
Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373
Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503
Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373
- დიდი მადლობა რომ არსებობთ და ასე უანგაროდ ეხმარებით ხალხს. ასეთი კითხვა მაქვს: შეიძლება თუ არა გახდომის მიზნით ყოველდღე უმი შავი ბრინჯის დალევა? გვითხრეს, რომ ორგანიზმის გაწმენდასაც უწყობს ხელს, თუმცა ახლახან ნაცნობისგან გავიგეთ, შეიძლება ძვლის დაშლაც გამოიწვიოსო. მართლა მავნეა? იქნებ სხვა რაიმე გასახდომი საშუალება გვირჩიოთ? წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი
- შავი ბრინჯის ასეთი თვისებების შესახებ ჩვენთვის არ არის ცნობილი. ცნობისათვის გეტყვით, რომ შავი ბრინჯი ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, სისხლძარღვების ელასტიკურობის გაძლიერებას, აქვს ანტიმიკრობული თვისებები, აქვეითებს არტერიულ წნევას, აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება, კვებავს გულის კუნთს. ჩინურ მედიცინის მიხედვით შავი ბრინჯი იწვევს კუჭ-ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას, თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობის გაუმჯობესებას, ასევე აუმჯობესებს მხედველობას, კარგად მოქმედებს სისხლზე, ამაღლებს პოტენციას. იგი სასარგებლოა ნაადრევი გაჭაღარავების დროს, მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ანემიის დროს. შავ ბრინჯს არ აქვს ტოქსიკური მოქმედება, მაგრამ ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კუჭისა და ნაწლავების გაღიზიანება და იმოქმედოს საჭმლის მონელებაზე. წონაში დაკლების მიზნით გაითვალისწინეთ ასეთი რჩევები: -სვით დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან. შეზღუდეთ საკვებში მარილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას. -ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას. -საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციებში, სადაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება. -ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება. -მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ. - გადაეჩვიეთ ჭამებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ. -ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს. ღრმა ძილი კი ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. -აუცილებლად გააქტიურდით ფიზიკურად_ ადამიანი სუქდება მაშინ თუ საკვების სახით მიღებული კალორიების დახარჯვა არ ხდება ფიზიკური აქტიურობით.